![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b9/Islam_Karimov_%25282009%2529.jpg/640px-Islam_Karimov_%25282009%2529.jpg&w=640&q=50)
ისლამ ქარიმოვი
უზბეკეთის პრეზიდენტი (1990-2016) / From Wikipedia, the free encyclopedia
ისლამ აბდუგანიევიჩ ქარიმოვი (უზბეკ. Ислом Абдуғаниевич Каримов; რუს. Ислам Абдуганиевич Каримов; დ. 30 იანვარი, 1938 — გ. 2 სექტემბერი, 2016[2]) — უზბეკეთის პრეზიდენტი 1990 წლიდან თავის გარდაცვალებამდე, 2016 წლის 2 სექტემბრამდე.
სწრაფი ფაქტები უზბეკეთის I პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ისლამ ქარიმოვი Ислом Каримов | |
![]() | |
უზბეკეთის I პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 სექტემბერი, 1991 – 2 სექტემბერი, 2016 | |
ვიცე-პრეზიდენტი | აბდულჰაშიმ მუტალოვი |
წინამორბედი | საპრეზიდენტო პოსტის შემოღება |
მემკვიდრე | ნიგმატილა იულდაშევი |
დაბადებული | 30 იანვარი, 1938 სამარყანდი, უზბეკეთის სსრ. |
გარდაცვლილი | 2 სექტემბერი, 2016 (78 წლის)[1] |
პოლიტიკური პარტია | უზბეკეთის კომუნისტური პარტია (1964–1991) უზბეკეთის სახალხო-დემოკრატიული პარტია (1991–2007) უზბეკეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (2007–2016) |
მეუღლე | ტატიანა ქარიმოვა |
შვილები | გულნარა ლოლა |
რელიგია | ისლამი |
დახურვა
ქარიმოვი გაიზარდა სამარყანდის ობოლთა თავშესაფარში. 1989 წელს ის უზბეკეთში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი გახდა. 1990 წლის 24 მარტს გახდა უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი. 1991 წლის 31 აგვისტოს მან გამოაცხადა უზბეკეთის დამოუკიდებლობა და 29 დეკემბერს 86%–ით მოიგო უზბეკეთის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. კარიმოვის ხელისუფლება გამოირჩეოდა ავტორიტარიზმით, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევდა მუშაობის შესაძლებლობას.[3]