![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/47/Isabella_Rubens.jpg/640px-Isabella_Rubens.jpg&w=640&q=50)
ისაბელ კლარა ეუხენია
From Wikipedia, the free encyclopedia
ისაბელ კლარა ეუხენია (ესპ. Isabel Clara Eugenia; დ. 12 აგვისტო, 1566, სეგოვია, ესპანეთის იმპერია ― გ. 1 დეკემბერი, 1633, ბრიუსელი, ბრაბანტის საჰერცოგო) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე II-ისა და დედოფალ ელიზაბეტ დე ვალუას უფროსი ქალიშვილი. ესპანური ნიდერლანდების სუვერენული მმართველი 1598 წლიდან გარდაცვალებამდე. 1621 წლამდე ქვეყანას მართავდა თავის ქმართან, ერცჰერცოგ ალბერტ VII ავსტრიელთან ერთად, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ერთპიროვნულ მონარქად იქცა. მისი სახელი ნიდერლანდების ოქროს ხანას უკავშირდება. იგი XVI-XVII საუკუნეების ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალადაა აღიარებული.
სწრაფი ფაქტები ისაბელ კლარა ეუხენია, ნიდერლანდების სუვერენილოთერის, ბრაბანტის, გელდერნის, ლიმბურგისა და ლუქსემბურგის ჰერცოგინიანამიურის მარკგრაფინიაბურგუნდიის პფალცგრაფინიაფლანდრიის, არტუისა და ენოს გრაფინია ალბერტ ავსტრიელთან ერთად(1598-1621) ...
ისაბელ კლარა ეუხენია | |
---|---|
![]() | |
ნიდერლანდების სუვერენი ლოთერის, ბრაბანტის, გელდერნის, ლიმბურგისა და ლუქსემბურგის ჰერცოგინია ნამიურის მარკგრაფინია ბურგუნდიის პფალცგრაფინია ფლანდრიის, არტუისა და ენოს გრაფინია ალბერტ ავსტრიელთან ერთად (1598-1621) | |
მმართ. დასაწყისი: | 6 მაისი, 1598 |
მმართ. დასასრული: | 1 დეკემბერი, 1633 |
წინამორბედი: | ფილიპე II |
მემკვიდრე: | ფილიპე IV |
ავსტრიის ერცჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 20 მარტი, 1619 |
მმართ. დასასრული: | 9 ოქტომბერი, 1619 |
წინამორბედი: | ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი |
მემკვიდრე: | ელეონორა გონძაგა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 აგვისტო, 1566 |
დაბ. ადგილი: | სეგოვია, ესპანეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 1 დეკემბერი, 1633, (67 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბრიუსელი, ბრაბანტის საჰერცოგო |
დაკრძ. ადგილი: | ბრიუსელი, ბელგია |
მეუღლე: |
ალბერტ VII ავსტრიელი (ქ. 1599 - გარდ. 1621) |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფილიპე II, ესპანეთის მეფე |
დედა: | ელიზაბეტ დე ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა