ალბერტ VII ავსტრიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალბერტ VII ავსტრიელი (გერმ. Albrecht VII von Österreich, ესპ. Alberto VII de Austria, ნიდერლ. Albrecht VII van Oostenrijk; დ. 13 ნოემბერი, 1559, ვინერ-ნოიშტადტი, ავსტრია — გ. 13 ივლისი, 1621, ბრიუსელი, ესპანური ნიდერლანდები) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ესპანელის შუათანა ვაჟი. თავდაპირველად მისდევდა სასულიერო ცხოვრებას, რა დროსაც იგი აყვანილ იქნა კარდინალის ხარისხში და მიენიჭა ტოლედოს არქიეპისკოპოსის წოდება. აგრეთვე იყო პორტუგალიის მთავარი ინკვიზიტორი და მისი დროებითი ვიცეროი. თუმცა შემდეგ სასულიერო ცხოვრებას თავი დაანება და 1598 წელს ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის უფროსი ასული ისაბელ კლარა ეუხენია ესპანელი. ამავე წელს მისმა ახლად გამეფებულმა ცოლის ძმამ, მეფე ფილიპე III-მ მას და თავის დას ესპანური ნიდერლანდები უბოძათ სამართავად. 1619 წლის მარტიდან ოქტომბრამდე იყო ზემო და ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგი, რის შემდეგაც თავისი ბიძაშვილის სასარგებლოდ გადადგა. იგი გარდაიცვალა 61 წლის ასაკში, უშვილოდ.
ალბერტ VII ავსტრიელი | |
---|---|
ალბერტ VII, შესრულებულია 1615 წელს პეტერ პაულ რუბენსის მიერ, ინახება სან-პაულოს ხელოვნების მუზეუმში | |
ზემო და ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 20 მარტი, 1619 |
მმართ. დასასრული: | 9 ოქტომბერი, 1619 |
წინამორბედი: | მატიას ავსტრიელი |
მემკვიდრე: | ფერდინანდ II შტირიელი |
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი | |
მმართ. დასაწყისი: | 6 მაისი, 1598 |
მმართ. დასასრული: | 13 ივლისი, 1621 |
წინამორბედი: | ფილიპე II ესპანელი |
მემკვიდრე: | ფილიპე IV ესპანელი |
თანამმართველი: | ისაბელ კლარა ეუხენია ესპანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ნოემბერი, 1559 |
დაბ. ადგილი: | ვინერ-ნოიშტადტი, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 13 ივლისი, 1621, (61 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბრიუსელი, ესპანური ნიდერლანდები |
მეუღლე: |
ისაბელ კლარა ეუხენია ესპანელი (ქ. 1599) |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | მაქსიმილიან II, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |