ისაბელ ალიენდე
ჩილელი მწერალი / From Wikipedia, the free encyclopedia
ისაბელ ალიენდე (ესპ. Isabel Allende; დ. 2 აგვისტო, 1942, ლიმა, პერუ) — ჩილელი მწერალი. მისი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია 1982 წლის სადებიუტო რომანი „სულების სახლი“, რომელიც ჩილეში წლის საუკეთესო რომანად დასახელდა და მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.[1]
ისაბელ ალიენდე | |
---|---|
ესპ. Isabel Allende | |
ალიენდე ფრანკფურტში 2015 წელს | |
სრული სახელი | ისაბელ ანჯელიკა ალიენდე ლიონა |
დაბადების თარიღი | 2 აგვისტო, 1942 (1942-08-02) (81 წლის) |
დაბადების ადგილი | ლიმა, პერუ |
საქმიანობა |
მწერალი
|
ენა | ესპანური |
ეროვნება | ჩილელი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | ხავიერ კარერას ლიცეუმი |
ჟანრი | რომანი და ნოველა |
Magnum opus | სულების სახლი, ზორო და A Long Petal of the Sea |
ჯილდოები | თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი |
მეუღლე | მიგელ ფრიასი და უილი გორდონი |
შვილ(ებ)ი | პაულა ფრიას ალიენდე და ნიკოლას ფრიას ალიენდე |
ნათესავ(ებ)ი | სალვადორ ალიენდე, ლაურა ალიენდე და რამონ უიდობრო დომინგესი |
საიტი | isabelallende.com |
2004 წელს მწერალი ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი გახდა,[2] 2010 წელს ჩილეს ეროვნული ლიტერატურული პრემია მიიღო,[3] ხოლო 2014 წელს ბარაკ ობამას მიერ თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიენიჭა. [4]
ალიენდეს რომანები ძირითადად მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ჩილეს ისტორიულ მოვლენებზეა დაფუძნებული და როგორც მითოსური, ასევე რეალისტური ელემენტებითაა აგებული. მწერლის ნაშრომებში მრავლად ვხვდებით მაგიური რეალიზმის დეტალებს, რის გამოც მას ხშირად გაბრიელ გარსია მარკესს ადარებენ. ალიენდეს რომანები 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოს მასშტაბით მათი 74 მილიონ ეგზემპლარია გაყიდული.
1989 წლიდან ალიენდე კალიფორნიაში ცხოვრობს. აშშ-ის მოქალაქეობა მან 1993 წელს მიიღო.