ჩილეს მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 17 მილიონს შეადგენს. მოსახლეობის 85% ცხოვრობს ურბანულ არეალში, საიდანაც ნახევარი (დაახლოებით 7 მილიონი) კოცენტრირებულია სანტიაგოში. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი (0.97%) თითქმის ყველაზე დაბალია, ლათინური ამერიკის მასშტაბით. მოსახლეობის რაოდენობა 20 მილიონს დაახლოებით 2035-2040 წლებში მიაღწევს.[1]
მოსახლეობა
ეთნიკური ჯგუფები
მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ლათინური ამერიკის მკვლევარი პროფესორი ფრანცისკო ლისკანო თვლის, რომ ჩილეს მოსახლეობის 52.7% შეადგენენ ევროპელებს, ხოლო მეტისები დაახლოებით 44 %-ს.[2] ჩილეს უნივერსიტეტის სხვა კვლევის მიხედვით თეთრები შეიძლება შეადგენდნენ მოსახლეობის 60-დან 90 პროცენტამდე.[3][4][5]
2002 წლის აღწერის მიხედვით, ჩილეს მოსახლეობის მხოლოდ 3.2% მიიჩნევს თავს ჩილეს მკვიდრ მოსახლედ, ხოლო უმეტესობას ჰყავდა შერეული წინაპრები.[6]
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.