![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/15/Ioffe_Institut_main_building.jpg/640px-Ioffe_Institut_main_building.jpg&w=640&q=50)
იოფეს სახელობის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
რმა-ის იოფეს სახელობის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტი (რუს. Фи́зико-техни́ческий институ́т и́мени А. Ф. Ио́ффе РАН; სრული ოფიციალური სახელწოდება 2012 წლის იანვრიდან - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის იოფეს სახელობის ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო ინსტიტუტი, ასევე ცნობილია. როგორც Физтех) — ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი ინსტიტუტი რუსეთში, რომელიც დააარსა აბრამ იოფემ 1918 წელს და მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში.
იოფეს სახელობის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტი | |
---|---|
![]() | |
შეიქმნა | 1918 |
ტიპი | საგანმანათლებლო დაწესებულების ქვედანაყოფი |
ატარებს სახელს | აბრამ იოფე |
ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი |
ქვეყანა | რუსეთი |
https://www.ioffe.ru/ru/ |
ინსტიტუტი სპეციალიზირებულია მყარი სხეულების ფიზიკის, ნახევარგამტარული მოწყობილობების, პლაზმისა და კოსმოსის დარგში. იგი პირველ ადგილს იკავებს რუსეთის ინსტიტუტების სიაში მისი თანამშრომლების სამეცნიერო პუბლიკაციების ციტირების ინდექსის მიხედვით.
2022 წელს ინსტიტუტი შეიტანეს აშშ-სა და კანადის სანქცირებული ორგანიზაციების სიაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.[1] [2]