სამყარო
მთელი სივრცის, დროის და მათი შემცველობის ერთობლიობა / From Wikipedia, the free encyclopedia
სამყარო — ყოველივე არსებულის ერთობლიობა. უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით სამყაროს ასაკი შეადგენს 13,7±0,2 მილიარდ წელს.
ტერმინის „სამყარო“ მნიშვნელობა იმ კონტექსტზეა დამოკიდებული, რომელშიც ის გამოიყენება. მატერიალისტურ ფილოსოფიაში სამყარო განისაზღვრება როგორც ერთობლიობა ყველა არსებული მატერიალური ნაწილაკისა და სივრცის, რომელშიც მათ შორის ურთიერთქმედება ხდება. კოსმოლოგიაში სამყარო გაიგივებულია სასრულ ან უსასრულო დრო-სივრცულ კონტინუუმთან, რომელშიც მთელი მატერია და ენერგია არსებობს.