From Wikipedia, the free encyclopedia
იორდანი (ნიდერლანდურად: Jordaan) — უბანი ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში, რომელიც მდებარეობს რაიონ ამსტერდამ-სენტრუმში. უბანს დასავლეთით ესაზღვრება არხი Lijnbaansgracht, აღმოსავლეთით - მეოთხე, ყველაზე გრძელი და მთავარი არხი Prinsengracht, ჩრდილოეთით - არხი Brouwersgracht და სამხრეთით პატარა არხი Leidsegracht. თავდაპირველად მუშათა კლასის უბანი, იორდანი, გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, მაღალი კლასის ადგილი ნიდერლანდებში. აქ მდებარეობს ძალიან ბევრი სამხატვრო გალერეა, განსაკუთრებით ბევრია თანამედროვე ხელოვნების გალერეები. რეგულარულად იმართება გარე ვაჭრობები უბნის ცენტრალურ მოედანზე Noordermarkt-ზე, Westerstraat-ზე და Lindengracht-ზე. რემბრანდტმა მისი ცხოვრების ბოლო წლები იორდანში, Rozengracht არხთან გაატარა. ანა ფრანკის სახლი, სადაც ანა ფრანკი თავს აფარებდა მეორე მსოფლიო ომის დროს, მდებარეობს იორდანის და Prinsengracht არხის საზღვარზე.
უბანი | |
---|---|
იორდანი Jordaan | |
Eerste Leliedwarsstraat | |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
დაქვემდებარება | უბანი |
რეგიონი | ამსტერდამ-სენტრუმი |
კოორდინატები | 52°22′35″ ჩ. გ. 4°52′54″ ა. გ. |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
მრავალი თეორიის მიხედვით უბნის სახელი იორდანი მოდის ფრანგული სიტყვისგან jardin, რაც ნიშნავს ბაღს. იორდანში ბევრ ქუჩას და არხს სახელად აქვს ყვავილების და ხეების სახელები. სხვა თეორიის მიხედვით Prinsengracht არხის ზედმეტსახელი იყო იორდანი (Jordaan - ნიდერლანდურად ასე ჰქვია მდინარე იორდანეს).
იორდანში გვხვდება ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლი (hofjes) შიდა ეზოთი, რომელთა უმეტესობას აქვს წყნარი, მშვიდი ბაღები.
იორდანის მშენებლობა დაიწყო 1621 წელს. ამ დროს ამ ადგილს ახალი სამუშაო (Het Nieuwe Werck) ერქვა. ქუჩები და არხები აიგო ძველი ბილიკების და თხრილების მიხედვით. IX საუკუნეში იორდანის ექვსი არხი ამოავსეს, მათ შორის Rozengracht-ის არხი. იორდანი ტრადიციულად იყო მემარცხენეთა საყრდენი უბანი, რასაც თან ახლდა მძიმე, მასობრივი აჯანყებები: 1835, 1886, 1917 და 1934 წლებში. 1941 წელს მომხდარი ,,თებერვლის ბუნტი" (Februaristaking) დაიწყო Noordermarkt-ის მოედანზე შეკრებით, სადაც ნიდერლანდელი ებრაელები გამოდიოდნენ ანტი-ებრაელების და ნაცისტების წინააღმდეგ. XX საუკუნეში აქ არსებობდა ცოცხალი მუსიკის სცენა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.