From Wikipedia, the free encyclopedia
ბარონი იოზეფ კარლ ბენედიქტ ფონ აიხენდორფი (გერმ. Joseph Karl Benedikt Freiherr von Eichendorff; დ. 10 მარტი, 1788, კოშკი ლუბოვიცი რატიბორის მახლობლად, ზემო სილეზია — გ. 26 ნოემბერი, 1857, ნაისე, ზემო სილეზია) — რომანტიზმის ეპოქის გერმანელი პოეტი და პროზაიკოსი. მის ლირიკულ ნაწარმოებებზე შექმნილია მუსიკა დაახლოებით 5000-ჯერ.
იოზეფ ფონ აიხენდორფი | |
---|---|
გერმ. Joseph von Eichendorff | |
დაბადების თარიღი | 10 მარტი, 1788[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | Castle Lubowitz[3] [4] [1] |
გარდაცვალების თარიღი | 26 ნოემბერი, 1857[2] [3] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [17] [14] [15] [16] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Nysa[18] [3] [1] |
დასაფლავებულია | Nysa |
საქმიანობა | მწერალი[19] , პოეტი ადვოკატი, მთარგმნელი, დრამატურგი, დღიურის ავტორი და რომანისტი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
ალმა-მატერი | ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი, ვენის უნივერსიტეტი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და Catholic Secondary School of St. Matthias in Wrocław |
Magnum opus | Aus dem Leben eines Taugenichts და The Marble Statue |
ჯილდოები | ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის |
მეუღლე | Aloysia von Eichendorff |
შვილ(ებ)ი | ჰერმან აიხენდორფი, Therese von Eichendorff Besserer-Dahlfinger და Rudolf von Eichendorff |
ნათესავ(ებ)ი | კარლ აიხენდორფი და Hartwig von Eichendorff |
ხელმოწერა | |
იოზეფ ფონ აიხენდორფი დაიბადა კათოლიკე თავადების ოჯახში. 1801-1805 წლებში ძმასთან ერთად სწავლობდა ბრესლაუს კათოლიკურ გიმნაზიაში, 1805-1806 წლებში სწავლობდა სამართალს ქალაქ ჰალეს უნივერსიტეტში, 1807-1808 წლებში — ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. განათლების მიღება დაამთავრა ვენაში 1810-1812 წლებში 1813-1815 წლებში მონაწილეობდა ნაპოლეონის ბატონობისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. 1816 წელს, პრუსიის სახელმწიფო სამსახურში შესვლის შემდეგ, ბრესლაუში დაიწყო სამსახური, 1821 წლიდან იყო ეკლესიისა და სკოლის საქმეების მრჩეველი დანციგში, 1824 წლიდან — კენიგსბერგში. 1831 წლიდან მსახურობდა ბერლინში, 1841 წელს მიიღო საიდუმლო მრჩეველის ხარისხი. 1844 წელს გავიდა თადარიგში. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა დანციგში, ვენაში და დრეზდენში. აიხენდორფი იცნობდა თავისი დროის მრავალ გამოჩენილ ადამიანს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი, კლემენს ბრენტანო, ჰაინრიხ ფონ კლაისტი, ფრიდრიხ შლეგელი და სხვები. 1931 წლიდან არსებობს აიხენდორფის საზოგადოება, რომელიც იკვლევს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას. 1956 წელს დაწესდა აიხენდორფის სახელობის ლიტერატურული პრემია.
იოზეფ ფონ აიხენდორფი მიეკუთვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვან გერმანელ ლირიკოსთა სონმს. მისი ლექსების დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელია მშვიდი და კეთილგანწყობილი მსოფლჭვრეტა, ღრმა რელიგიური გრძნობა, ყურადღება ბუნებისადმი. ბევრი მისი ლექსი დაედო საფუძვლად ისეთი კომპოზიტორების მუსიკას, როგორებიც იყვნენ რობერტ შუმანი („მთვარიანი ღამე“, „მშვენიერი უცხო მხარე“), ფელიქს მენდელსონი („ღამის სიმღერა“, „დამშვიდობება ტყესთან“), ჰუგო ვოლფი (სიმღერების ციკლი აიხენდორფის ლექსებზე), რიხარდ შტრაუსი („დაისი“ ციკლიდან „ოთხი უკანასკნელი სიმღერა“) და სხვ. გარდა ამისა ფონ აიხენდორფი წერდა პროზას და დრამებს. 30-იანების შუა წლებიდან აიხენდორფი დაკავებული იყო ლიტერატურულ-ისტორიული კვლევებით, თარგმნიდა ესპანურიდან.
პროზა
ეპოსი
ისტორიულ-ლიტერატურული შრომები
თარგმანები ქართულ ენაზე
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.