From Wikipedia, the free encyclopedia
იემენის სამოქალაქო ომი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა 1994 წლის 27 აპრილიდან 7 ივლისამდე იემენის სამთავრობო ჯარებსა და იემენის სოციალისტურ პარტიას შორის, რომლებიც იბრძოდნენ სამხრეთ იემენის სუვერენული სახელმწიფოს სტატუსის დასაბრუნებლად. დასრულდა სამთავრობო ჯარების გამარჯვებით.
იემენის სამოქალაქო ომი | |||
---|---|---|---|
თარიღი | 27 აპრილი — 7 ივლისი, 1994 | ||
შედეგი | სამთავრობო ძალების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
1990 წლის 22 მაისს ჩრდილოეთი (იემენის არაბთა რესპუბლიკა) და სამხრეთი (იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) იემენი გაერთიანდა. გაერთიანებული სახელმწიფოს ორივე ლიდერმა გაიყვეს ორი უმაღლესი თანამდებობა: ალი აბდალა სალეჰი გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, ხოლო ალი სალემ ალ-ბეიდი - ვიცე-პრეზიდენტი[2]. ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გაერთიანება 30 თვეში უნდა მომხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ერიან პარლამენტს უნდა შეემუშავებინა ქვეყნის კონსტიტუცია. არჩევნები გაიმართა 1993 წლის აპრილში[2].
მაგრამ პოლიტიკური სისტემის ფორმირება სირთულეების გარეშე არ მომხდარა. 1993 წლის აგვისტოში ვიცე-პრეზიდენტმა და ასევე იემენის სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ალი სალემ ალ-ბეიდმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება სამხრეთ იემენის მციე როლზე ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. იგი გადავიდა ადენში და განაცხადა, რომ უკან არ დაბრუნდებოდა სანამ მის საჩივარს არ განიხილავდნენ. იგი ადანაშაულებდა ჩრდილოეთს სამხრეთის ეკონომიკურ მარგინალიზაციაში[7]. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მოლაპარაკებებმა ეფექტი ვერ გამოიღო, მიუხედავად ამისა სამხრეთისა და ჩრდილოეთის ლიდერებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ამანში 1994 წლის 20 თებერვალს, თუმცა ამან უკვე ვერ შეძლო დაწყებული სამოქალაქო ომის შეჩერება. ამ დაპირისპირების წარმოშობას ხელი შეუწყო იმან, რომ გაერთიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არ იყო ორი ყოფილი ქვეყნის არმია ერთმანეთში ინტეგრირებული[8].
პირველი შეიარაღებული მღელვარება გაიმართა 1994 წლის 27 მაისს, როდესაც ამრანის რაიონში გაიმართა ბრძოლა ტანკების მონაწილეობით. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში. 4 მაისს სამხრეთელების სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ჩრდილოეთის რაიონები. პასუხად ჩრდილოეთელებმა მიიტანეს საჰაერო დარტყმა ადენზე. ალი აბდალა სალეჰმა 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საზღვარგარეთის მოქალაქეებმა დაიწყეს ევაკუაცია ქვეყნიდან[9]. ვიცე-პრეზიდენტი ალ-ბეიდი ოფიციალურად გაათავისუფლეს თანამდებობიდან. სამხრეთელებმა საომარი მასალების საწყობს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე[10]. 10 მაისს თანამდებობიდან გადადგა ასევე პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ აბუ ბაქრ ალ-ათასი[9].
იემენის სოციალისტურმა პარტიამ ქვეყანა ორად გაყო. 21 მაისს გამოაცხადა იემენის დემოკრატიული რესპუბლიკა დედაქალაქით ადენში[7]. არცერთმა მსოფლიოს სახელმწიფომ არ აღიარა ეს ახალი ქვეყანა. მაისის შუა რიცხვებში ჩრდილოეთის არმიამ დაიწყო შეტევა ადენზე. 24 მაისს მათ აიღეს ერთ-ერთი ნავთობმომპოვებელი ცენტრი, ქალაქი ატაკი[11].
სამხრეთ იემენელებმა მზობელ ქვეყნებს მიმართეს დასახმარებლად და სავარაუდოა, რომ დახმარება მიიღეს საუდის არაბეთისაგან, რომელიც საშიშროებას ხედავდა მის საზღვართან ერთიანი იემენის არსებობაში[2]. გაერო ცდილობდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა ორივე მხარე, მაგრამ წარუმატებლად[2]. გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 924, რომელიც მხარეებს მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტისაკენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადეს 6 ივნისს, მაგრამ იგი სულ ექვსი საათი გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა სამშვიდობო მოლაპარაკებები კაიროში[9]. 4 ივლისს ჩრდილოეთის ძალები შევიდნენ ადენში და 7 ივლისს ქალაქი აიღეს. არაღიარებული იემენის დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერები ალი სალემ ალ-ბეიდი და ჰაიდარ აბუ ბაქრ ალ-ათასი გაიქცნენ ქვეყნიდან. ათასობით მათი მხარდამჭერი გაიქცა ომანში. იემენის სოციალისტური პარტია აიკრძალა. მის ყოფილ წევრებს აეკრძალათ სამსახურის დაკავება არმიაში და სახელმწიფო აპარატში, რამაც გამოიწვია სამხრეთელების მასიური წმენდა სამსახურებში.
ითვლება, რომ ომის საერთო მსხვრეპლი იყო 7-10 ათასი ადამიანი. იყვნენ დაჭრილებიც.
ომის შემდეგ სალეჰმა ამნისტია გამოუცხადა სამხრეთელების 16 ლიდერს, მათ შორის ალ-ბეიდასა და ალ-ათასს.
2007 წელს ჯგუფმა სახელწოდებით „სამხრეთი იემენის მოძრაობა“ მოსახლეობას მოუწოდა სამხრეთ პროვინციების დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ, რამაც გაზარდა დაძაბულობა და არეულობა[12].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.