![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e7/Ibero-America_%2528orthographic_projection%2529.svg/langka-640px-Ibero-America_%2528orthographic_projection%2529.svg.png&w=640&q=50)
იბერო-ამერიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
იბერო-ამერიკა მოიცავს ამერიკის იმ ქვეყნებს, რომლებიც ესპანეთისა და პორტუგალიის ყოფილი კოლონიები არიან. ესპანეთი და პორტუგალია თავის მხრივ მონაწილეობას იღებენ იბერო-ამერიკულ სამიტში და გაწევრიანებული არიან იბერო-ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციის წევრები ასევე არიან ეკვატორული გვინეა,[1][2] მაგრამ არ არიან აფრიკის სხვა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e7/Ibero-America_%28orthographic_projection%29.svg/320px-Ibero-America_%28orthographic_projection%29.svg.png)
პრეფიქსი იბერო აღნიშნავს იბერიის ნახევარკუნძულს ევროპაში, რომელიც მოიცავს ესპანეთს, პორტუგალიას, ანდორასა და გიბრალტარს. იბერო-ამერიკა აერთიანებს ესპანურენოვან ქვეყნებს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე პორტუგალიურენოვან ბრაზილიას. გამონაკლისებია ფრანგულენოვანი ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტები — მარტინიკა და გვადელუპა, ასევე საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანებები — სენ-მარტენი და სენ-ბარტელმი, რომლებიც იბერო-ამერიკას ლათინური ამერიკისგან განასხვავებს.
1991 წლიდან, იბერო-ამერიკული ქვეყნები მართავენ იბერო-ამერიკულ სამიტს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ამ სახელმწიფოთა მეთაურები; მათ შორის არიან ესპანეთის, პორტგუალიისა და ანდორის მეთაურები.[3][4]