სენ-მარტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
სენ-მარტენი (ფრანგ. Saint-Martin) — საფრანგეთის ზღვისიქითა გაერთიანება, რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვაში კუნძულ სენ-მარტენზე. სენ-მარტენი ჩრდილოეთიდან სრუტის მეშვეობითაა გამოყოფილი ნიდერლანდების ანტილის კუნძულებს.
ეს კუნძული პირველად აღმოჩენილი იქნა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ 1493 წელს. 1633 წლამდე ამ ტერიტორიას ესპანეთი აკონტროლებდა, ხოლო 1648 წლიდან კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს საფრანგეთი, სამხრეთს კი ნიდერლანდები აკონტროლებს.
ფართობი — 53,2 კმ², მოსახლეობა — 31 477 ადამიანი (2021 წელი)[1]. დედაქალაქი — მარიგო (5,7 ათასი). კუნძულზე განვითარებულია ტურიზმი.