From Wikipedia, the free encyclopedia
თურქესტანის ქედი — მაღალმთიანი განედური მიმართულების ქედი ჰისარ-ალაის სისტემაში, შუა აზიაში. განფენილია ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ტერიტორიებზე. სამხრეთით მდინარე ზარაფშანის ხეობით გამოყოფილია ზარაფშანის ქედისაგან. გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მათჩის სამთო კვანძიდან სამარყანდის ოაზისამდე დაახლოებით 340 კმ სიგრძეზე. სიმაღლე 5509 მ-მდე; უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში 5621 მ-მდე. ფერდობები დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. უმეტესწილად აგებულია ფიქლებითა და ქვიშაქვებით. თხემზე მთა-მყინვარული ფორმებია. გამყინვარება ძლიერ ქედის აღმოსავლეთ ნაწილშია გამოხატული. ჩრდილოეთ კალთაზე ღვიის ბუჩქნარი და ნათელი ტყეებია, სამხრეთ კალთაზე — მთის სტეპი, თხემზე — მუდმივი თოვლი და მყინვარები. თურქესტანის ქედზე, შაჰრისტანის უღელტეხილზე (3378 მ) გადის საავტომობილო გზატკეცილი დუშანბე–ხუჯანდი.
თურქესტანის ქედი | |
---|---|
თურქესტანის ქედი, მდინარე ზარაფშანი | |
კოორდინატები: 39°35′00″ ჩ. გ. 69°45′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | ყირგიზეთი უზბეკეთი ტაჯიკეთი |
უმაღლესი წერტილი | სკალისტი |
სიმაღლე | 5621 მ |
სიგრძე | 340 კმ |
სიგანე | 30 კმ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.