თორმეტი ოლიმპოელი
From Wikipedia, the free encyclopedia
თორმეტი ოლიმპოელი ასევე ცნობილი სახელით დოდეკათეონი (ბერძ. Δωδεκάθεον < δωδεκα, დოდეკა, „თორმეტი“ + θεον, თეონი, „ღმერთი“) — ძველ საბერძნეთში ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთები, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ბინადრობდნენ: ზევსი, ჰერა, ჰერმესი, ჰეფესტო, აფროდიტე, ათენა, აპოლონი, არტემიდა, დემეტრა და ჰესტია, პოსეიდონი, არესი.
ჰერაკლე, ჰადესი, დიონისე, პერსეფონე და ჰებე სხვა მნიშვნელოვანი ღმერთები და ქალღმერთებია, ხოლო ჰერაკლე კი გმირი. პერსეფონემ წელიწადის სამ თვეს მიწისქვეშეთის საუფლოში ატარებდა (რის გამოც ზამთარში ბუნება იძარცვებოდა), ხოლო დანარჩენ ცხრა თვის ოლიმპოს მთაზე გატარების უფლება ჰქონდა. ამ დროს, ის დედამის — დემეტრას გვერდით იყო, რომელიც შვილის არყოფნის დროს გლოვობდა და და ოლიმპოელებისგან განცალკევებით ცხოვრობდა. მართალია, ჰადესი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო ბერძნულ პანთეონში, მაგრამ ვინაიდან ის მიწისქვეშეთს განაგებდა, ოლიმპოელებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
თორმეტმა ოლიმპიელმა მას შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, რაც ზევსმა თავის და-ძმასთან ერთად, ტიტანები ბრძოლაში დაამარცხა; ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, დემეტრა, ჰადესი და ჰესტია და-ძმა იყვნენ. დოდეკათეონის დანარჩენი წევრები ზევსის შვილებად ითვლებიან, რომელთაც სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ამ მხრივ, გამონაკლისია ათენა, რომელიც სხვადასხვა ვერსიის თანახმად, მხოლოდ ზევსისგან იშვა და აფროდიტე, რომელიც კრონოსის მოჭრილი ფალოსისგან იშვა, რომელიც ტიტანებთან შერკინების დროს, ზევსმა ზღვაში გადააგდო. ამას გარდა, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ჰეფესტოსი ჰერას შვილია - ჰერამ შური იძია ზევსზე, რადგან მან თავისით დაბადა ათენა.