![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/94/Canova-Hebe_30_degree_view.jpg/640px-Canova-Hebe_30_degree_view.jpg&w=640&q=50)
ჰებე (მითოლოგია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰებე (ძვ. ბერძნ. Ἥβη) — მარადიული სიჭაბუკის ქალღმერთი, უჭკნობი სინორჩის განსახიერება, ზევსის და ჰერას მშვენიერი ასეული; განიმედეს წინამძღოლია, მასთან ერთად აწვდის ღმერთებს ახალგაზრდობის შემანარჩუნებელ ნექტარს და ამბროზიას. როდესაც ჰერაკლე ცად აამაღლეს ცოლად ჰებე მისცეს. ორი შვილი აჩუქა ზევსის შვილს: ალექსანდრე და ანიკეტე, რომელთაც არაფრით უსახელებიათ სახელით მდიდარი მამა. ამ ქორწინებას კი ჰომეროსიც ადასტურებს. ტროის ომში ჰებე ჰერას ეტლს აწყობს.
ჰებე (მითოლოგია) | |
---|---|
![]() | |
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია და ბერძნული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | Iuventas |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | ზევსი[1] |
დედა: | ჰერა[1] |
მეუღლე: | ჰერაკლე |
შვილები: | Alexiares და Anicetus |
გამოსახულებები |
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/94/Canova-Hebe_30_degree_view.jpg/320px-Canova-Hebe_30_degree_view.jpg)
ჰებეს ტაძარში თუ შეასწრებდა, მონა თავისუფლებას იღებდა. ეს ძალა გაჰყვა ჰებეს რომშიც, სადაც მას იუვენტას ეძახდნენ. ჰებეს კულტით ცნობილი არიან ათენი, ფლეიუსი, (პელოპონესი) და სიკიონი, სადაც განიმედას და დიას უწოდებდნენ, ისევე რომი. ჰებე-იუვენტასი არა ოდენ უჭკნობი ძალის განსახიერებაა, არამედ უჭკნობი სახელმწიფოს დღეკეთილობისაც.