From Wikipedia, the free encyclopedia
თელ-ატლასი (არაბ. الاطلس التلي) — ატლასის მთებში შემავალი მთათა სისტემა. განლაგებულია მაროკოს, ალჟირისა და ტუნისის ტერიტორიებზე. სიგრძე 1500 კმ, სიგანე 115 კმ. საშუალო სიმაღლე დაახლოებით 1500 მ, უმაღლესი წერტილია მთა ლალა-ხედიჯა (2308 მ), რომელიც განლაგებულია ჯურჯურის ზღვისპირა ქედზე. დასავლეთით საშუალომთიანი მასივები ენაცვლება კუესტურ რელიეფსა და დიდ მთათაშუა ვაკეებს; აღმოსავლეთ ნაწილში უმთავრესად ბორცვიან-სერიანი რელიეფია და შეიმჩნევა ვულკანური მოქმედების კვალი. ჩრდილოეთ კალთებზე, 800 მ-მდე მაკვისის ბუჩქნარია, ზემოთ — კორპის ხის, ქვამუხისა და ფოთოლმცვივანი ჯიშების ტყეები, 1500 მ-მდე ალეპოს ფიჭვის სარტყელია, უფრო ზევით კი ხარობს ღვია, ტუია და ქონდარა ფიჭვი. დამახასიათებელია ხმელთაშუაზღვიური კლიმატი. ქედის ძირში განლაგებულია ქალაქები: ალჟირი და ორანი. უშუალოდ ქედზე, ზღვის დონიდან 650 მ სიმაღლეზე მდებარეობს ქალაქი კონსტანტინა. ქედის რაიონში განვითარებულია მეცხვარეობა, იზრდება ქერი. ჯურჯურის ქედზეა აფრიკის უღრმესი მღვიმე ანუ-იფლისი. თელ-ატლასის ფარგლებშია ჯურჯურის ეროვნული პარკი, რომელიც დაარსდა 1983 წელს და რომლის ფართობია 82,25 კმ².
თელ-ატლასი | |
---|---|
კოორდინატები: 36°00′00″ ჩ. გ. 2°00′00″ ა. გ. | |
ქვეყანა | მაროკო ალჟირი ტუნისი |
უმაღლესი წერტილი | ლალა-ხედიჯა |
სიმაღლე | 2308 მ |
სიგრძე | 1500 კმ |
სიგანე | 115 კმ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.