ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2011
From Wikipedia, the free encyclopedia
- ...პლანეტა ვენერაზე (სურათზე) ერთი დღე (დედამიწის 243 დღე) უფრო გრძელია, ვიდრე მისივე ერთი წელი (დედამიწის 225 დღე)...
- ...კაბო-დე-ორნოსი ყველაზე სამხრეთით მდებარე ეროვნული პარკია...
- ...საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ოფიციალურად განსაზღვრული არაა. კონსტიტუციით ეს საკითხი ტაბუდადებულია, მანამ, სანამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ აღდგება სახელმწიფოს სრული იურისდიქცია...
- ...2009 წელს ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ხუთი ქალი იყო...
- ...შვეიცარიის კონფედერაციაში საერთოეროვნულ დონეზე წელიწადში საშუალოდ 5–10 რეფერენდუმი ტარდება, მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში რეფერენდუმი ფედერალურ დონეზე საერთოდ არ ჩატარებულა.
- ...იტალიაში 1971 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა მხოლოდ 23–ე ტურის ჩატარების შემდეგ მოხერხდა.
- ...ამერიკაში პირველ რკინიგზას ხის ლიანდაგი ჰქონდა...
- ...რომაულ სამართლიანობის ქალღმერთს, იუსტიციას თვალები ახვეული აქვს, რაც სიმბოლურად ნეიტრალურობასა და მიუმხრობლობას გამოხატავს, მაშინ როცა მისი ანალოგი ბერძნულ მითოლოგიაში – თემიდა – ფართოდ გახელილი თვალებითაა წარმოდგენილი, სიმართლისა და ჭეშმარიტების დასადგენად...
- ... გიორგი შერვაშიძემ (სურათზე) დაარსა უღირსი ადამიანებისთვის ხელის არჩამორთმევის საზოგადოება...
- ...სოფელ თამარისს 1944 წლამდე გერმანული სახელი ტრაუბენბერგი ერქვა, რაც ყურძნის მთას ნიშნავს...
- ...1992–1995 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავდროულად სახელმწიფო მეთაურიც იყო. ხელისუფლების ამგვარ დანაწილებას დემოკრატიულ სახელმწიფოებში ანალოგი არ მოეძებნება...
- ...რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსეთის კანონმდებლობით უფლება აქვთ ფედერაციის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ როგორც ამომრჩევლის, ასევე კანდიდატის სახით...
- ...Sagar სანსკრიტზე ცას ნიშნავს, ხოლო māthā შუბლს. სწორედ ეს სახელი — „საგარმატხა“ ეწოდება ნეპალურ ენაზე ევერესტს (ჯომოლუნგმას, სურათზე).
- ...შაკირა მამით ლიბანელი არაბია, ხოლო დედით — კოლუმბიელი იტალიელი.
- ...1992 წლის 21 თებერვლიდან 1995 წლის 24 აგვისტომდე საქართველოში ოფიციალურად მოქმედ კონსტიტუციად საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ითვლებოდა.
- ...შუა საუკუნეების ევროპაში შინაურ ცხოველებს ხშირად ასამართლებდნენ „უწესო საციელისათვის“ და ამის გამო სიკვდილით სჯიდნენ. ანტიკურ პერიოდში კი სასამართლო პროცესები იმ უსულო საგნების (მაგალითად ქვის) წინააღმდეგაც იმართებოდა, რომლითაც ადამიანი შემთხვევით დაიღუპა.
- ...იაპონიის ზოგიერთ რეგიონში შენობებს ორი მთავარი შესასვლელი აქვთ — პირველსა და მეორე სართულზე. მეორე სართულის შესასვლელი გამოიყენება მაშინ, როდესაც თოვლის მაღალი საფარი მთლიანად ფარავს პირველ სართულს.
- ... პირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, როგორც დე-ფაქტო, ასევე დე-იურე, ცნო თურქეთმა 1918 წლის 3 ივნისს.
- ... ბრიტანეთის იმპერიის ჩრდილოამერიკულ პროვინციებს 1769 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა (სურათზე) პირველად უწოდა „შტატები“ ანუ სახელმწიფოები.
- ... ელექტრობაში დადებითად და უარყოფითად დამუხტული მდგომარეობის დღეისათვის ფართოდ გამოყენებადი აღნიშვნები „+“ და „–“ ბენჯამინ ფრანკლინმა შემოიღო.
- ... იაპონიაში ახალი წლის დღესასწაულს ფეიერვერკით არ აღნიშნავენ.
- ... გრძელი სიტყვების შიშს ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალიოფობია ეწოდება.
- ... ნოკია 1865 წელს დაარსდა, იგი თავდაპირველად ქაღალდის, რეზინის ჩექმებისა და საბურავების წარმოებით იყო დაკავებული.
- ...ისტორიაში უკანასკნელი, იალქნიანი გემებით გამართული ბრძოლა, შედგა 1827 წლის 20 ოქტომბერს...
- ... დაჯახების შედეგად წარმოქმნილი უდიდესი კრატერი დედამიწაზე ვრედეფორტის კრატერია (სურათზე), რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარეობს...
- ... 2001 წელი ერთადერთი წელი იყო ჯგუფ მეტალიკის არსებობის განმავლობაში, როდესაც მათ ერთი კონცერტიც არ ჩაუტარებიათ...
- ... 1920 წელს გადაღებული მუნჯი კინოს — ექიმ კალიგარის კაბინეტის გავლენა იგრძნობა მუსიკალურ კლიპებში Can't Let You Go (რეინბოუ), Otherside, (რედ ჰოთ ჩილი პეპერსი) Cemeteries of London, (Coldplay)...
- ... ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ხუთი ათასზე მეტ ექსპონატს შორისაა კოლხური თეთრი და ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა...
- ... ბრინჯაოსანა ბანჯგვლიანი სულ 10 მილიმეტრი სიგრძისაა...
- ... 1631 წელს ინგლისში გამოიცა ბეჭდური ბიბლია, რომელშიც ათი მცნების მეშვიდე მცნება (არა იმრუშო) შეცდომით დაიბეჭდა საპირისპირო მნიშვნელობით — იმრუშე (Thou shalt commit adultery). ამის გამო ეს გამოცემა შელახული ბიბლიის სახელითაა ცნობილი...
- ... აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა პირველი დემოკრატიული სახელმწიფო იყო ისლამურ სამყაროში...
- ... ძველად საქართველოში სამოსამართლო დაწესებულების ერთ-ერთი სახელწოდება სამსჯავრო სახლი იყო...
- ... შვეიცარიას დედაქალაქი არა აქვს, ბერნი კი სახელმწიფოს მხოლოდ დე ფაქტო დედაქალაქია...
- ... მსახიობ ბრიუს უილისს (სურათზე), მიუხედავად არაერთი წარმატებული როლისა, დღემდე არ მიუღია ოსკარი...
- ... პოპულარულ ინგლისურ ანდაზაში, The quick brown fox jumps over the lazy dog, ინგლისური ანბანის ყველა ასო-ნიშანია გამოყენებული...
- ... ძველად საქართველოში მოღალატე მეუღლეს ეკლესია სასჯელად 15 წელს უზიარებლად ყოფნას უწესებდა...
- ... სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა მრავალცოლიანია, ჰყავს 8 (მათ შორის 5 ოფიციალური) მეუღლე და 20 შვილი...