From Wikipedia, the free encyclopedia
ვიკიმაპია (WikiMapia) — ინტერნაციონალური უფასო ვებ-საიტი; გეოგრაფიული ონლაინ-ენციკლოპედია, რომლის მიზანია ონლაინ-რუკაზე დედამიწის გეოგრაფიული ობიექტების აღნიშვნა და აღწერა. ვიკიმაპია შეიცავს ინტერაქტიულ რუკას. პროექტი დააარსეს ალექსანდრე კორიაკინმა და ევგენი საველიევმა 2006 წლის 24 მაისს. ამჟამად ვიკიმაპიაში დარეგისტრირებულია 1,5 მლნ. მომხმარებელი და რუკაზე დამატებულია 19,5 მილიონზე მეტი ობიექტი (ოქტომბერი, 2012). ვიკიმაპიის რუკებზე გამოსახულია მთები, მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, ქალაქები და სხვ. ვიკიმაპია იყენებს ვიკის თავისუფალი რედაქტირების პრინციპს, თუმცა ფონდ ვიკიმედიას არ აქვს კავშირი ამ პროექტის გაშვებასთან. ვიკიმაპია არ წარმოადგენს ფონდს, იგი არსებობს კომერციული კომპანიის ხარჯზე და შემოსავალს იღებს რეკლამებიდან. ვიკიმაპიაში არსებული მონაცემები ხელმისაწვდომია საერთო მოხმარებისთვის და ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 ლიცენზიით. პროექტის ლოზუნგია „აღვწეროთ მთელი სამყარო!“ (ინგ. Let’s describe the whole world!)
ვიკიმაპია | |
---|---|
საიტი | wikimapia.org |
სლოგანი | აღვწეროთ მთელი სამყარო! |
საიტის ტიპი | ერთობლივი რუკის შედგენა |
რეგისტრაცია | არ არის სავალდებულო |
ხელმისაწვდომი ენა | 101 ენა (მათ შორის ქართული) |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.