![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/Vyatka-Kirov_asv2019-05_img34_Vyatka_River.jpg/640px-Vyatka-Kirov_asv2019-05_img34_Vyatka_River.jpg&w=640&q=50)
ვიატკა (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიატკა[1] (რუს. Вятка) — მდინარე რუსეთში, უდმურტეთში, კიროვის ოლქსა და თათრეთში (ქვემო დინება); მდ. კამის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1314 კმ, აუზის ფართობი 129 ათ. კმ². სათავეს იღებს ზემო კამის მაღლობზე. ვიატკისათვის დამახასიათებელია დინების მიმართულების მკვეთრი ცვლილებები (ჩრდილოეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ) და დიდი დაკლაკნილობა მთელ მანძილზე. ვაკის ტიპური მდინარეა, ძირითადად მიედინება ფართო და დამრეცფერდობებიან ხეობაში. ქვემოთში ხეობის გაფართოებული და შევიწროებული მონაკვეთები ერთმანეთს ცვლის 1–5 კმ-ის მონაცვლეობით. მრავლადაა ჩქერები. იკვებება ძირითადად თოვლის წყლებით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 890 მ³/წმ. გაყინულია ნოემბრის 1-ლი ნახევრიდან აპრილის მე-2 ნახევრამდე. ძირითადი შენაკადებია: კობრა, ლეტკა, ველიკაია, მოლომა, პიჟმა (მარჯვენა); ჩეფცა, ბისტრიცა, ვოია, კილმეზი (მარცხენა). მდიდარია თევზით (კაპარჭინა, ნაფოტა, ლოქორია, ჩეხონი, ლოქო, წერი, ქორჭილა, ფარგა და სხვ.). ვიატკის აუზში 4000-ზე მეტი მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 192 კმ². დასაცურებელია. ხორციელდება რეგულარული ნაოსნობა ქალაქ კიროვიდან (700 კმ), გაზაფხულზე კირსის ნავმისადგომიდან (1000 კმ-ზე მეტი). მთავარი ქალაქებია: სლობოდსკოი, კიროვო-ჩეპეცკი, კიროვი, ორლოვი, კოტელნიჩი, სოვეტსკი, ვიატსკიე-პოლიანი.[2]
ვიატკა რუს. Вятка | |
---|---|
![]() ვიატკა ქალაქ კიროვში | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | უდმურტეთი, კიროვის ოლქი, თათრეთი |
ქალაქები | სლობოდსკოი, კიროვო-ჩეპეცკი, კიროვი, ორლოვი, კოტელნიჩი, სოვეტსკი, ვიატსკიე-პოლიანი |
მარჯვენა შენაკადები | კობრა, ლეტკა, ველიკაია, მოლომა, პიჟმა |
მარცხენა შენაკადები | ჩეფცა, ბისტრიცა, ვოია, კილმეზი |
სათავე |
ზემო კამის მაღლობი 58°26′52″ ჩ. გ. 52°10′38″ ა. გ. |
შესართავი |
კამა 55°35′27″ ჩ. გ. 51°29′46″ ა. გ. |
სიგრძე | 1314 კმ |
აუზის ფართობი | 129 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | კამა → ვოლგა → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 890 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |