![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a8/Udmurtia_Glazov_asv2019-05_img05.jpg/640px-Udmurtia_Glazov_asv2019-05_img05.jpg&w=640&q=50)
ჩეფცა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩეფცა[1] (რუს. Чепца) — მდინარე რუსეთში, პერმის მხარეში, კიროვის ოლქსა და უდმურტეთში; ვიატკის (ვოლგის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 501 კმ, აუზის ფართობი 20 000 კმ². სათავეს იღებს ზემო კამის მაღლობზე, მასზე მიედინება დასავლეთისკენ, ღრმა და ფართო ხეობაში, ქვემოთში კვეთს ვიატკის უვალს. იკვებება უპირატესად თოვლის წყლით. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 85 კმ-ში 130 მ³/წმ. იყინება ნოემბერში, ლღვება აპრილში – მაისის დასაწყისში. იყენებენ დასაცურებლად. სანაოსნოა შესართავიდან 135 კმ-ზე. მდინარეზეა ქალაქები გლაზოვი და კიროვო-ჩეპეცკი.[2]
სწრაფი ფაქტები ჩეფცა რუს. Чепца, ქვეყანა ...
ჩეფცა რუს. Чепца | |
---|---|
![]() ჩეფვა ქალაქ გლაზოვში | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | პერმის მხარე, კიროვის ოლქი, უდმურტეთი |
ქალაქები | გლაზოვი, კიროვო-ჩეპეცკი |
სათავე |
ზემო კამის მაღლობი 57°53′26″ ჩ. გ. 54°20′29″ ა. გ. |
შესართავი |
ვიატკა 58°33′42″ ჩ. გ. 50°03′47″ ა. გ. |
სიგრძე | 501 კმ |
აუზის ფართობი | 20 000 კმ² |
მდინარის ტიპი | ვიატკა → კამა → ვოლგა → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 130 მ³/წმ |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა