ვარხანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვარხანი — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ვარხანი, აბასთუმანი, ფარეხა, საღრძე).[1] მდებარეობს მდინარე ოცხის მარცხენა მხარეს, ბენარა-ბაღდათის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე, ახალციხიდან დაშორებულია 22 კილომეტრით, ადიგენიდან 17 კმ. სოფელში დგას XIX საუკუნის მეჩეთი. საბჭოთა პერიოდში ვარხანის სასოფლო საბჭოში აგრეთვე შედიოდა სოფლები ბენარა, ნაქურდევი, უნწა, ქიქინეთი, შორაველი, წახანი, წახნისწყარო, ხარჯამი, ხევაშენი. მოქმედებდა მებოსტნეობა-მერძევეობის მეურნეობა[2].
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ვარხანი | |
ვარხანის მეჩეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვარხანი |
კოორდინატები | 41°41′28″ ჩ. გ. 42°50′25″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1130 მ |
მოსახლეობა | 671[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,4 % სომხები 1,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა