ხევაშენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხევაშენი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ოცხის (ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, მესხეთის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1170 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 18 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 19 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ვარხანის სასოფლო საბჭოში.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ხევაშენი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ხევაშენი |
კოორდინატები | 41°41′21″ ჩ. გ. 42°49′43″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1170 მ |
მოსახლეობა | 270[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა