From Wikipedia, the free encyclopedia
არტემიდას ტაძარი (ბერძნ. Artemision, ლათ. Artemisium), ასევე ეფესოს ტაძარი, დიანას ტაძარი — მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, ბერძნული ქალღმერთი არტემიდასადმი მიძღვნილი ტაძარი ეფესოში; აგებულია დაახ. ძვ. წ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის აქამენიდთა დინასტიის მმართველობის პერიოდში. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.
თავდაპირველი ტაძრისგან დღემდე არაფერი შემორჩენილა. იგი მშენებლობის დამთავრებიდან მალევე განზრახ გადაწვა ჰეროსტრატემ, ზუსტად იმ დღეს როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, მას ასეთი სრულყოფილების განადგურებით თავისი სახელის უკვდავყოფა სურდა. ის დაიჭირეს და სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ როგორც ჩანს ჰეროსტრატემ მიზანს მიაღწია, ყოველ შემთხვევაში თავისი ქმედების შემდგომი 25-26 საუკუნის განმავლობაში მაინც.
1869 წელს ექვსწლიანი ძებნის შემდეგ ჯონ ტურტელ ვუდმა აღმოაჩინა ტაძრის მდებარეობის ადგილი. მას აფინანსებდა ბრიტანეთის მუზეუმი. გათხრები გრძელდებოდა 1874 წლამდე.[1] შემდგომ წლებში (1904-06)დავით ჰოგანის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩნდა მეოთხე საუკუნეში აღდგენილი ტაძრის ნაშთები და უფრო ადრეული ტაძრის მცირე ნაშთები.[2]
დღეისთვის ეს ტერიტორია მიეკუთვნება სელჩუკის გარეუბანს. ტერიტორია აღნიშნულია ცალკე მდგომი, გათხრების დროს აღმოჩენილი სვეტის ფრაგმენტით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.