From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.
ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.
ქვემოთ მოყვანილია ანტიპატეს ვერსია:
საოცრება | თარიღი | მშენებელი | დაინგრა | მიზეზი | ამჟამინდელი მდებარეობა |
---|---|---|---|---|---|
ხეოფსის პირამიდა | ძვ. წ. 2550 | ეგვიპტელები | დღემდე დგას | დღემდე დგას | გიზის ნეკროპოლისი, ეგვიპტე 29°58′45″ ჩ. გ. 31°08′03″ ა. გ. |
ბაბილონის დაკიდული ბაღები | ძვ. წ. 600 | ბაბილონელები | ძვ. წ. I საუკუნე | მიწისძვრა | ჰილა ან ნინევია, ერაყი 32.5355° ჩ. გ. 44.4275° ა. გ. |
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში | ძვ. წ. 435 | ბერძნები | V-VI საუკუნეები | ხანძარი | ოლიმპია, საბერძნეთი 37°38′16″ ჩ. გ. 21°37′48″ ა. გ. |
არტემიდეს ტაძარი ეფესოში | ძვ. წ. 550 | ლიდიელები, ბერძნები | ძვ. წ. 356 | ხანძარი | სელჩუკი, თურქეთი 37°56′59″ ჩ. გ. 27°21′50″ ა. გ. |
ჰალიკარნასის მავზოლეუმი | ძვ. წ. 351 | ქარიელები, ბერძნები | 1494 | მიწისძვრა | ბოდრუმი, თურქეთი 37.0379° ჩ. გ. 27.4241° ა. გ. |
როდოსის კოლოსი | ძვ. წ. 292-280 | ელენისტური საბერძნეთი | ძვ. წ. 224 | მიწისძვრა | როდოსი, საბერძნეთი 36°27′04″ ჩ. გ. 28°13′40″ ა. გ. |
ალექსანდრიის შუქურა | ძვ. წ. III საუკუნე | ელენისტური ეგვიპტე | 1303-1480 | მიწისძვრა | ალექსანდრია, ეგვიპტე 31°12′50″ ჩ. გ. 29°53′08″ ა. გ. |
ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.
ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს. თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათზე რაიმე კონსენსუსი არ არსებობს.
იხ. ასევე შუა საუკუნეების სამყაროს შვიდი საოცრება
სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სია [1]:
შემდეგი სია შექმნილია ჰილმან უონდერსის მიერ როგორც ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობა-საოცრება:[2]
სხვა სიათა მსგავსად, არ არსებობს კონსენსუსი მსოფლიოს შვიდ ბუნებრივ საოცრებაზე, ვინაიდან არ არის შეთანხმება იმაზე თუ რამხელა უნდა იყოს ეს სია. ამგვარ სიათაგან ერთ-ერთი შექმნილი CNN-ის მიერ [3]:
ამ სიის წარმოშობის წყარო გაურკვეველია, თუმცა ის საკმაოდ ხშირად ფიგურირებს მასმედიაში და აღნიშვნის ღირსია:[4] [5]
2006 წელს იუნესკომ გამოაქვეყნა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების სია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.