From Wikipedia, the free encyclopedia
ეტოშის მლაშობი (ინგლ. Etosha pan) — მლაშობი ჩრდილოეთ ნამიბიაში. სიგრძე დაახლოებით 120 კმ, სიგანე დაახლოებით 50 კმ. ფართობი 4800 კმ². მდებარეობს კალაჰარის ჩრდილოეთ-დასავლეთ კიდეზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 1,030 მ სიმაღლეზე. მარილის დიდი სივრცეა, ამ მხრივ, უდიდესია აფრიკაში. არსებობს გეოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ მდინარე კუნენე წარსულში მიედინებოდა ტაფობის სამხრეთ ნაწილში, რასაც მოჰყვა უზარმაზარი ტბის შექმნა. მოგვიანებით შეიცვალა მდინარის მიმართულება და ტბა გაუდინარი დარჩა, ამასთანავე შემცირდა მისი ფართობი, წყალი აორთქლდა და წარმოიქმნა მარილიანი ტაფობი. ტერიტორია საზრდოობს მრავალრციხოვანი პარალელური არხებით. მშრალ პერიოდში ეტოშა წარმოადგენს მლაშობს, წვიმიან პერიოდში ივსება წყლითა და შლამით. ეტოშის მლაშობი არის ეტოშის ეროვნული პარკის ცენტრი, რომლის ფართობია 22,269 კმ². აქ დიდი რაოდენობით არის თავმოყრილი მსხვილი ნადირი; გარდა ამისა გვხვდება ლომი, სპილო, მარტორქა, კანა, ზებრა და სხვა. ორნითოფაუნას ქმნის ფლამინგო, აფრიკული სირაქლემა, არწივი, ციცარი და სხვა. ეტოშის მლაშობი პირველად შენიშნეს ევროპელებმა ფრენსის გალტონმა და ჩარლზ ჯონ ანდერსონმა 1851 წელს. წყალჭარბ ტერიტორიებს რამსარის კონვენცია იცავს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.