From Wikipedia, the free encyclopedia
ერიკ ბანა (ინგლ. Eric Bana, დაბადების სახელი ერიკ ბანადინოვიჩი; დ. 9 აგვისტო, 1968) — ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი.
ერიკ ბანა დაიბადა მელბურნში, ავსტრალიაში.[1][2][3] მამამისი, ივან ბანადინოვიჩი ხორვატი ემიგრანტი იყო, რომელიც მუშაობდა კომპანია Caterpillar Inc.-ის ლოჯისტიკის მენეჯერად, ხოლო დედა, ელეონორი გერმანელი იყო და პარიკმახერად მუშაობდა.[4]
ბანა პირველად გამოჩნდა ავსტრალიურ სატელევიზიო შოუში „Full Frontal“. 1997 წელს გადაიღეს კომედიურ-დრამატულ ფილმში „სასახლე“, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ბიოგრაფიული კრიმინალური ფილმით „ხედვა შიგნიდან“ (2000). ჰოლივუდის ყურადღება მიიპყრო პირველი კლასის სერჟანტ ნორმ „ჰუტ“ გიბსონის როლით ფილმში „შავი ქორის დაცემა“ (2001). 2003 წელს განსასახიერა ჰალკის როლი, ერთი წლის შემდეგ კი ჰექტორის როლი ფილმ „ტროაში. 2005 წელს მონაწილეობდა სტივენ სპილბერგის ისტორიულ დრამატულ და პოლიტიკურ თრილერში „მიუნხენი“ (2005). მისი სხვა განთქმული ფილმებია: „კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“, „ვარსკვლავური გზა“ (2009), „დროში მოგზაურის ცოლი“ (2009), „გადარჩენილი“ (2013), „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ (2014) და სხვა.
როგორც გამოცდილმა მსახიობმა და კომიკოსმა, მიიღო ავსტრალიის უმაღლესი კინო-და სატელევიზიო ჯილდოები სხვადასხვა როლისთვის. იგი აგრეთვე მონაწილეობს რამდენიმე დაბალბიუჯეტიან ფილმში, დაწყებული რომანტიკული კომედიებით, დამთავრებული დრამატული, სამეცნიერო ფანტასტიკური და თრილერი ფილმებით.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1993–1996 | ს | Full Frontal | Full Frontal | სხვადასხვა (66 ეპიზოდი) |
1997 | ფ | სასახლე | The Castle | კონ პეტროპულოსი |
2000 | ფ | ხედვა შიგნიდან | Chopper | მარკ ბრენდონ რიდი |
2001 | ფ | შავი ქორის დაცემა | Black Hawk Down | ნორმ „ჰუტ“ გიბსონი |
2002 | ფ | თვითნაბადი | The Nugget | ლოტო |
2003 | ფ | ჰალკი | Hulk | ჰალკი |
2003 | ფ | ნემოს ძიებაში | Finding Nemo | ანქორი |
2004 | ფ | ტროა | Troy | ჰექტორი |
2005 | ფ | მიუნხენი | Munich | ავნერ კაუფმანი |
2007 | ფ | იღბლიანი | Lucky You | ჰაკ ჩივერი |
2007 | ფ | მამაჩემი რომული | Romulus, My Father | რომულუს გაიტა |
2008 | ფ | კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან | The Other Boleyn Girl | ჰენრი ტიუდორი |
2009 | ფ | მერი და მაქსი | Mary and Max | დამიენ პოპოდოპულოსი |
2009 | ფ | ვარსკვლავური გზა | Star Trek | ნერო |
2009 | ფ | „დროში მოგზაურის ცოლი | The Time Traveler's Wife | ჰენრი დე ტაბლი |
2009 | ფ | მხიარული ადამიანები | Funny People | კლარკი |
2011 | ფ | ჰანა | Hanna | ერიკ ჰელერი |
2012 | ფ | მახე | Deadfall | ედისონი |
2013 | ფ | ჩაკეტილი წრედი | Closed Circuit | მარტინ როუზი |
2013 | ფ | გადარჩენილი | Lone Survivor | ერიკ კრისტენსენი |
2014 | ფ | გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან | Deliver Us from Evil | რალფ სარჩი |
2016 | ფ | საუკეთესო დრო | The Finest Hours | დენიელ კლაფი |
2016 | ფ | სპეციალური კორესპონდენტები | Special Correspondents | ფრენკ ბონევილი |
2016 | ფ | საიდუმლო ხელნაწერი | The Secret Scripture | უილიამ გრენე |
2017 | ფ | მეფე ართური: ლეგენდა მახვილზე | King Arthur: Legend of the Sword | უთერ პენდრაგონი |
2018 | ფ | შენდობილი | The Forgiven | პიტ ბლომფელდი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.