From Wikipedia, the free encyclopedia
ჰალკი (დოქტორი ბრიუს ბანერი; ინგლ. Hulk, Dr. Robert Bruce Banner) — სუპერგმირი Marvel Comics-ის მსოფლიოში. პირველად გამოჩნდა კომიქსში გასაოცარი ჰალკი (The Incredible Hulk) №1 (1962 წ. მაისი). შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მხატვარი ჯეკ კიბრის მიერ. იგი Marvel Comics-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი პერსონაჟია.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჰალკი | |
---|---|
ჰალკი, როგორცაა გამოსახული გასაოცარი ჰალკის მე-3 ნაწილის 92-ე ნომრის გარეკანზე. ბრაიან ჰიჩის ნამუშევარი. | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | გასაოცარი ჰალკი (The Incredible Hulk) №1 (მაისი 1962 წ.) |
ავტორ(ებ)ი | სტენ ლი, ჯეკ კირბი |
დახასიათება | |
ალტერ ეგო | რობერტ ბრიუს ბანერი |
ფსევდონიმები |
ჯო ფიქსიტი (Joe Fixit) The Green Scar ვორი |
მოკავშირეები |
Warbound შურისმაძიებლები მცველები პანთეონი Hulkbusters |
შესაძლებლობა | ზეადამიანური განუსაზღვრელი ფიზიკური ძალა, სისწრაფე, ამტანობა, მოქნილება, სხეულის დაზიანებათა სწრაფად განკურნების შესაძლებლობა, გენიოსის-დონის ინტელექტი,მსოფლიო გამანადგურებლის ასპექტი |
ჰალკი ცნობილია არა მარტო კომიქსებიდან, არამედ სატელევიზიო სერიებიდან, სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან: ჰალკი Hulk (2003) და გასაოცარი ჰალკი The Incredible Hulk (2008). ტელე-სერიალებში სუპერგმირს ლუ ფერიგნო ანსახიერებს. რაც შეეხება ფილმებს, პირველად, 2003 წელს ჰალკის როლი ერიკ ბანამ შეასრულა, 2008 წელს გადაღებული ფილმის მეორე სერიაში კი ედვარდ ნორტონმა. ჰალკი ასევე ცნობილია ანიმაციური სერიებიდან და ვიდეო-თამაშებიდან.
საკუთარი ხელებით შექმნილი ბომბის აფეთქების შემდგომ, სასწაულით გადარჩენილი ბრიუს ბანერი საშინელ მონსტრად - ჰალკად გადაიქცა. მისი ქმედებები უკონტროლო და ძნელად გამოსათვლელია. ჰალკის კანის ფერი დროდადრო იცვლებოდა სხვადასხვა გამოცემებში, თუმცა საბოლოოდ ავტორებმა მწვანე ფერი ამჯობინეს.
ულევი ფიზიკური ძალა მის გაცოფებაზეა დამოკიდებული,შეუძლია ხელის დარტყმით ძლიერი რადიაციული ტალღის წარმოქმნა.სწრაფი შეხორცების უნარი, რაც მას გაუნადგურებელს ხდის, მისი ულევი ძალის დასაწყისი 100 ტონის აწევის შესაძლებლობიდან იწყება.შეუძლია შეეჩვიოს ნებისმიერ გარემოს და ტემპერატურას.ძალაში დაუმარცხებელი.მსოფლიო გამანადგურებლის ასპექტში ის ასხივებს ატომური ბომბის ენერგიას და პოტენციურად შეუძლია გაანადგუროს პლანეტა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.