![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/20/Armenia_vs_Portugal%252C_13_June_2015%252C_V._Sargsyan_Rep._Stad._Yerevan_%252812%2529.jpg/640px-Armenia_vs_Portugal%252C_13_June_2015%252C_V._Sargsyan_Rep._Stad._Yerevan_%252812%2529.jpg&w=640&q=50)
ერევნის რესპუბლიკური სტადიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ერევნის რესპუბლიკური სტადიონი (სომხ. Երևանի հանրապետական մարզադաշտ) აგრეთვე ცნობილი როგორც ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი (სომხ. Վազգեն Սարգսյանի անվան Հանրապետական մարզադաշտ) — მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც მდებარეობს ვარდანცის ქუჩის 65 ნომერში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში. სტადიონი აშენდა 1933-1935 წლებში და 1935 წელს გაიხსნა დინამოს სტადიონის[3] სახელით. პირველად სტადიონი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ 1953 წელს განაახლეს. სომხეთის ეროვნული ნაკრები ამ სტადიონზე მართავს საშინაო შეხვედრებს. სტადიონის ტევადობა 14 403 ადგილია[4].
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, წინა სახელები ...
![]() | |
სრული სახელი | ვაზგენ სარქისიანის სახელობის რესპუბლიკური სტადიონი |
---|---|
წინა სახელები | დინამო (1935–1999) |
მდებარეობა | ერევანი, სომხეთი |
კოორდინატები | 40°10′19″ ჩ. გ. 44°31′33″ ა. გ. |
აშენდა | 1933-1935 |
გაიხსნა | 1935 |
აღდგა | 1953,[1][2] 1999, 2008 |
მესაკუთრე | „Vazgen Sargsyan Republican Stadium" CJS Company“ |
ოპერატორი | სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია |
საფარი | ბუნებრივი |
არქიტექტორი | კორიუნ ჰაკობიანი |
ტევადობა | 14 403 |
გუნდები | |
სომხეთის ნაკრები (1999-) ერევნის ულისესი (2014-) |
დახურვა