From Wikipedia, the free encyclopedia
ერგე — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (შარაბიძეების ადმინისტრაციული ერთეული).[2]
სოფელი | |
---|---|
ერგე | |
სოფელი ერგე და ჭოროხის ხეობა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | შარაბიძეები |
კოორდინატები | 41°33′41″ ჩ. გ. 41°41′48″ ა. გ. |
დაარსდა | ბრინჯაოს ხანა |
ცენტრის სიმაღლე | 140 მ |
მოსახლეობა | 569[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირას, ბათუმი–ქედის საავტომობილო გზაზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 569 კაცი.[1]
ერგეს იხსენიებს XVIII საუკუნის სწავლული ვახუშტი ბატონიშვილი და მიუთითებს მის მდებარეობას — „ჭოროხის ჩრდილოსავე კიდესა ზედა“. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კოლხური კულტურის ძეგლებით (ერგეს განძი, ეკალაურის განძი) დასტურდება, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია.
შუა საუკუნეებში ერგეზე გადიოდა ზღვისპირეთიდან ისტორიულ ტაო-კლარჯეთთან დამაკავშირებელი გზა. სოფელში შემორჩენილი ძეგლებიდან მნიშვნელოვანია გვიანდელი შუა საუკუნეების ნაციხარი მდინარეების ჯოჭოსწყლისა და ჭოროხის შესართავთან, ქვის თაღოვანი ორი ხიდის ნანგრევები, საეკლესიო და სხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები.
2012 წელს ერგესა და მეზობელი ზემო ჯოჭოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად (ხელმძღვანელი შ. მამულაძე) შესწავლილ იქნა შუა საუკუნეების ორი დარბაზული ეკლესიის ნაშთები, რომლებიც XI–XIII საუკუნეებით თარიღდება და გვიანდელი საძვალე, სადაც მიცვალებულები ქრისტიანული წესით არიან დაკრძალულნი. აღმოჩენილია ერთფერად მოჭიქული და ჩალისფერკეციანი ჭურჭლის ფრაგმენტები, პურის საცხობი კეცები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.