ქედა
დაბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ქედა — დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქედის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყალის ნაპირზე, ზღვის დონიდან 256 მ-ზე. ბათუმიდან 41 კმ-ზე მის აღმოსავლეთით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1510 კაცი[1]. დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დაბაში მოდის მინერალური წყალი.
Remove ads
Remove ads
ისტორია
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ქედა იყო მცირე ქალაქის მსგავსი დაბა, სადაც სახლობდნენ ვაჭრები. 1874 წელს ქედა მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. ამ დროს ქედა სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა და შედგებოდა ოთხი უბნისგან: ქედა, ასანური, ორცვა და გულები. ორცვა აჭარისწყლის მარცხენა, ხოლო გულები მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა.[4] დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს.
დემოგრაფია
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 497.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads