ეკალაურის განძი — ძვ. წ. XI საუკუნის ბრინჯაოს ნივთების განძი. აღმოჩნდა 1960 წელს სოფელ ერგეს (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი), ეკალაურის უბანში, ადგილ ხორჩენაზე.
განძი შედგებოდა ბრინჯაოს 2 ცული, 4 თოხი, 2 წალდი და 1 უფორმო ზოდი. ერთი წალდი დაზიანებულია. განძი დაცულია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმში (კოლექცია №963/6802-971/6810).
ეკლაურის განძის ერთ-ერთი ცულისათვის დამახასიათებელია შვეტილი ტანი და თითქმის სიმეტრიული, ორფრთიანი პირი, ხოლო მეორისათვის შუა წელში ოდნავ მოხრილი სწორი შუბლი, ცალფრთიანი პირი და ორფერდა, მასიური ყუა. პირველი ცული III სახეობისაა, ხოლო მეორე უფრო IV ქვესახეობას ეკუთვნის. ოთხივე თოხი ტრაპეციის ფორმისაა და ფართოპირიანი.
- რამიშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 581.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.