ენდრიუ ჯონსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ენდრიუ ჯონსონი (ინგლ. Andrew Johnson; დ. 29 დეკემბერი, 1808 — გ. 31 ივლისი, 1875) — აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი (1865-1869), აშშ-ის მე-16 ვიცე-პრეზიდენტი (1865). პრეზიდენტის თანამდებობა აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ დაიკავა.
ენდრიუ ჯონსონი Andrew Johnson | |
აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აპრილი, 1865 – 4 მარტი, 1869 | |
ვიცე-პრეზიდენტი | არავინ |
წინამორბედი | აბრაამ ლინკოლნი |
მემკვიდრე | ულის გრანტი |
აშშ-ის მე-16 ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1865 – 15 აპრილი, 1865 | |
პრეზიდენტი | აბრაამ ლინკოლნი |
წინამორბედი | ჰანიბალ ჰამლინი |
მემკვიდრე | სკაილერ კოლფაქსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 ოქტომბერი, 1857 – 4 მარტი, 1862 4 მარტი, 1875 – 31 ივლისი, 1875 | |
ტენესის სამხედრო გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 მარტი, 1862 – 4 მარტი, 1865 | |
პრეზიდენტი | აბრაამ ლინკოლნი |
ტენესის მე-17 გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 ოქტომბერი, 1853 – 3 ნოემბერი, 1857 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1843 – 3 მარტი, 1853 | |
დაბადებული | 29 დეკემბერი, 1808 როლი, ჩრდილოეთი კაროლინა |
გარდაცვლილი | 31 ივლისი, 1875 (66 წლის) გრინვილი, ტენესი |
ეროვნება | ამერიკელი |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია ნაციონალური კავშირი უპარტიო |
მეუღლე | ელიზა მაკ-კარდლ ჯონსონი |
პროფესია | მკერავი |
ხელმოწერა |
სამხრეთის შტატების აშშ-დან გამოყოფის დროს ჯონსონი ტენესიდან სენატორი იყო. როგორც უნიონისტი იგი ერთადერთი სამხრეთელი სენატორი იყო, ვინც თანამდებობა შეინარჩუნა. ის ყველაზე გამოჩენილი დემოკრატი გახდა სამხრეთიდან, ვინც პრეზიდენტ ლინკოლნის სამხედრო პოლიტიკას სამოქალაქო ომის დროს მხარს უჭერდა. 1862 წელს ლინკოლნმა იგი ოკუპირებული ტენესის სამხედრო გუბერნატორად დანიშნა. ტენესში მან თავი გამოიჩინა აჯანყების წინააღმდეგ ენერგიული და ეფექტიანი ბრძოლით და რეკონსტრუქციისაკენ გადადგმული ნაბიჯებით.
1864 წელს ჯონსონი ნაციონალური კავშირის პარტიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. მან და ლინკოლნმა არჩევნებში გაიმარჯვეს, ხოლო ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ ჯონსონი პრეზიდენტი გახდა.
პრეზიდენტის რანგში იგი რეკონსტრუქციის პირველ ეტაპს ხელმძღვანელობდა, რომელიც რადიკალი რესპუბლიკელების მიერ კონგრესში კონტროლის მოპოვებამდე, 1866 წლამდე გრძელდებოდა. მისმა შემრიგებლურმა პოლიტიკამ სამხრეთელების მიმართ და ვეტომ სამოქალაქო უფლებების კანონპროექტზე იგი ზოგიერთ რესპუბლიკელთან მწვავედ დააპირისპირა. 1867 წელს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჯონსონის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, თუმცა სენატში, სადაც დამნაშავედ ცნობისთვის ხმების ორი მესამედი იყო საჭირო, იგი გაამართლეს. საგარეო პოლიტიკაში მისი პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთის იმპერიისგან ალასკის შესყიდვა იყო.
მან 1868 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატთა ნომინაციის მოპოვება სცადა, თუმცა წარუმატებლად. პრეზიდენტობის შემდეგ ის დემოკრატთა მხარდაჭერით 1875 წელს სენატში აირჩიეს. პრეზიდენტობის დროს მისი პარტიული კუთვნილება გაურკვეველი იყო, მაგრამ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტებს პარტიული ნიშნით ყოფენ, მას დემოკრატ პრეზიდენტად თვლიან. ისტორიკოსების მიერ იგი ერთ-ერთ ცუდ პრეზიდენტადაა მიჩნეული.