ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2000
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის მე-11 საფეხბურთო ჩემპიონატი (ნიდერლ. UEFA Europees Voetbalkampioenschap; ფრანგ. UEFA Championnat Européen du Football; გერმ. UEFA Fußball-Europameisterschaft), ხშირად უბრალოდ ევრო 2000, ჩატარდა ბელგიასა და ნიდერლანდებში, 2004 წლის 10 ივნისიდან 2 ივლისამდე. ეს იყო პირველი ჩემპიონატი, რომელსაც ორმა ქვეყანამ უმასპინძლა. გამარჯვებული გახდა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. ტურნირის ოფიციალური ბურთი დაამზადა კომპანია Adidas-მა. ბურთს Adidas Terrestra Silverstream ეწოდებოდა.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2000 UEFA Europees Voetbalkampioenschap (ნიდერლანდური ენა) UEFA Championnat Européen du Football (ფრანგული) UEFA Fußball-Europameisterschaft (გერმანული)' | |
---|---|
ტურნირის დეტალები | |
ადგილი | ბელგია ნიდერლანდები |
ქალაქები | 8 |
სტადიონები | 8 |
ტურნირის ვადები | 10 ივნისი – 2 ივლისი |
მონაწილე | 49 |
ფინალში | 16 |
საპრიზო ადგილები | |
ჩემპიონი | საფრანგეთი |
მეორე ადგილი | იტალია |
მესამე ადგილი | ნიდერლანდები პორტუგალია |
ტურნირის სტატისტიკა | |
დასწრება | 1 122 833 (36 220 თამაშზე) |
მატჩები | 31 |
გოლები | 85 (2.74 თამაშში) |
ბომბარდირ(ებ)ი | პატრიკ კლაივერტი სავო მილოშევიჩი (5 გოლი) |
საუკეთესო მოთამაშე | ზინედინ ზიდანი |
ტურნირის ფინალურ ეტაპზე მთლიანად 16 გუნდი მონაწილეობდა. ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებები მასპინძლის რანგით ავტომატურად იყვნენ დაშვებული ტურნირზე. დარჩენილი 13 გუნდი გამოვლინდა საკვალიფიკაციო მატჩების შედეგად, რომლებიც 1998 წელს დაიწყო.