Adidas
From Wikipedia, the free encyclopedia
Adidas AG — გერმანული ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც აწარმოებს სპორტულ ფეხსაცმელებს, ტანსაცმელებსა და სხვადასხვა ინვენტარს. შტაბ-ბინა მდებარეობს ჰერცოგენაურახში, ბავარია. ეს არის სპორტული სამოსის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ევროპაში და რიგით მეორე მსფოლიოში[3], რომლის წლიური ბრუნვა 2012 წლის მონაცემით 14.49 მილიონ ევროს შეადგენდა და 2014 წელს, მსოფლიოს მასშტაბით ჰყავდა 53,731 თანამშრომელი.
სწრაფი ფაქტები ტიპი, დაფუძნდა ...
ტიპი | Aktiengesellschaft |
---|---|
დაფუძნდა |
ივლისი, 1924; 100 წლის წინ (1924-07) (როგორც Gebrüder Dassler Schuhfabrik) 18 აგვისტო, 1949 (1949-08-18) (როგორც Adidas)[1] |
დამაარსებელი | ადოლფ დასლერი |
სათავო ოფისი | ჰერცოგენაურახი, ბავარია, გერმანია |
მმართველი |
იგორ ლანდაუ ჰერბერტ ჰაინერი |
პროდუქცია | სპორტული სამოსელი |
შემოსავალი | €14.49; მილიარდი (2012)[2] |
მთლიანი შემოსავალი | €1.20; მილიარდი (2012)[2] |
სუფთა მოგება | €0.80; მილიარდი (2012)[2] |
თანამშრომელი | 53,731 (2014) [2] |
საიტი | ოფიციალური საიტი |
დახურვა
დაარსდა 1924 წელს Gebrüder Dassler Schuhfabrik-ის სახელწოდებით („ძმები დასლერების ფეხსაცმლის საწარმო“), ხოლო 1949 წელს ადოლფ დასლერმა დაარეგისტრირა, როგორც Adidas.