From Wikipedia, the free encyclopedia
ედინსონ რობერტო კავანი გომესი (ესპ. Édinson Roberto Cavani Gómez; დ. 14 თებერვალი, 1987, სალტო, ურუგვაი) — ურუგვაელი ფეხბურთელი, „ვალენსიას“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.
კავანი 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Edinson Roberto Cavani Gómez[1] | ||
დაბადების თარიღი | 14 თებერვალი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | სალტო, ურუგვაი | ||
სიმაღლე | 188 სმ[1] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ვალენსია | ||
ნომერი | 7 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2005 | დანუბიო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2007 | დანუბიო | 25 | (9) |
2007–2010 | პალერმო | 109 | (34) |
2010–2013 | ნაპოლი | 104 | (78) |
2013–2020 | პარი სენ-ჟერმენი | 200 | (138) |
2020–2022 | მანჩესტერ იუნაიტედი | 41 | (12) |
2022– | ვალენსია | 9 | (5) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2006–2007 | ურუგვაი 20-წლ. | 14 | (9) |
2012 | ურუგვაი (ოლიმპ.) | 5 | (3) |
2008– | ურუგვაი | 136 | (58) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 იანვარი, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 დეკემბერი, 2022 |
კავანი დაიბადა სალტოში ბერტა გომესის და ლუის კავანის ოჯახში. 12 წლის ასაკში შეუერთდა „დანუბიოს“ ბავშვთა გუნდს. პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2006 წელს. იმ წელს კლუბთან ერთად მოიგო აპერტურა და გაიტანა 9 გოლი სადებიუტო სეზონში.[2]
2007 წლის სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, კავანის მიმართ ინტერესი გამოთქვა რამდენიმე კლუბმა, მათ შორის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“.[3] თუმცა, 2007 წლის 29 იანვარს ფეხბურთელმა „პალერმოსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 31 იანვარს.[4] €4,475 მილიონის სანაცვლოდ.[5]
მისი დებიუტი „პალერმოში“ შედგა 2007 წლის 11 მარტს „ფიორენტინასთან“ მატჩში.[6] ის მატჩში 55-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი კლუბი მარცხდებოდა 0–1 და გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი მატჩის დასრულებამდე ისეთ სტილში, როგორშიც მარკო ვან ბასტენმა გაიტანა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში.[7]
2010 წლის ივლისში კავანიმ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ნაპოლისთან“. კონტრაქტის საფასურმა 5 მილიონი ევრო შეადგინა, 12 მილიონი ევრო შეადგენს მისი ტრანსფერის ფასს. სადებიუტო მატჩში კავანიმ ორი გოლი გაიტანა „ელფსბორგთან“ ევროპის ლიგის მატჩში.
კავანი 2007 წელს გამოიძახეს ურუგავის 20 წლამდელთა ნაკრებში, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატისთვის. მან 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა და გახდა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი.
2008 წლის 6 თებერვალს მისი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში კოლუმბიასთან 2–2 დასრულებულ მატჩში, სადაც ის გოლით გამოირჩა.
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროთასები | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
დანუბიო | 2005 | 10 | 4 | 5 | 3 | — | 15 | 7 | |
2005–06 | 15 | 5 | — | — | 15 | 5 | |||
ჯამში | 25 | 9 | 5 | 3 | 0 | 0 | 30 | 12 | |
პალერმო | 2006–07 | 7 | 2 | — | — | 7 | 2 | ||
2007–08 | 33 | 5 | 2 | 0 | 2 | 0 | 37 | 5 | |
2008–09 | 35 | 14 | 1 | 1 | — | 36 | 15 | ||
2009–10 | 34 | 13 | 3 | 2 | — | 37 | 15 | ||
ჯამში | 109 | 34 | 6 | 3 | 2 | 0 | 117 | 37 | |
ნაპოლი | 2010–11 | 35 | 26 | 2 | 0 | 10 | 7 | 47 | 33 |
2011–12 | 35 | 23 | 5 | 5 | 8 | 5 | 48 | 33 | |
2012–13 | 16 | 16 | 2 | 2 | 5 | 7 | 23 | 25 | |
ჯამში | 86 | 65 | 9 | 7 | 23 | 19 | 118 | 91 | |
ჯამში კარიერაში | 220 | 108 | 20 | 13 | 25 | 19 | 265 | 140 |
ჯამში პროფესიონალურ კარიერაში | |||
---|---|---|---|
კლუბები | მატჩები | გოლები | გოლები საშუალოდ ერთ თამაშში |
კლუბები | 0,53 | ||
ეროვნული ნაკრები | 0,29 | ||
ოლიმპიადის ფინალი | 0 | ||
ჯამში | 0,49 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.