![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e9/Egyptian_food_Koshary.jpg/640px-Egyptian_food_Koshary.jpg&w=640&q=50)
ეგვიპტური სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგვიპტური სამზარეულო (არაბ. مطبخ مصري) ეგვიპტურ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ხილი მდინარე ნილოსის ნაყოფიერი ხეობიდან და დელტიდან. ისევე, როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონების სამზარეულოში, აქაც გვხვდება ბოსტნეული ბრინჯით, ვაზის ფოთლები, შაურმა, ქაბაბი და კოფთა. ეგვიპტური კერძებია: ფულ მადამესი, ცერცვის პიურე, კუშარი, ოსპი, მაკარონი, მოლოხია, მოშუშული ბამია. პიტას პური, ადგილობრივებისათვის ცნობილი عيش ეიშ ბილადი (ეგვიპტურ დიალექტზე}
![ეგვიპტური სამზარეულო](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e9/Egyptian_food_Koshary.jpg/640px-Egyptian_food_Koshary.jpg)
ევიპტეში ყველის წარმოება ეგვიპტის პირველი დინასტიიდან იწყება და დღეისათვის დომიატი ყველაზე პოპულარული ყველია, რომელსაც მოიხმარენ.
![ეგვიპტური კერძები](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/50/Egyptian_Food.jpg/640px-Egyptian_Food.jpg)
ხორცის ძირითადი სახეობა, რომელსაც ეგვიპტურ სამზარეულოში იყენებენ არის მტრედის, ქათმისა და ცხვრის ხორცი. საქონლისა და ცხვრის ხორცს ხშირად გრილზე ამზადებენ. ოფრა არის პოპულარული „ფასთ ფუდი“ ქალაქებში, ხოლო ფუა გრა -დელიკატესია, რომელსაც ამ რეგიონში ამზადებდნენ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2500 წლის წინათ. თევზი და ზღვის პროდუქტები ფართოდ არის გავრცელებული ეგვიპტის სანაპირო რაიონებში. ეგვიპტური სამზარეულოს უმეტესი ნაწილი ვეგეტარიანულია, ხორცის ისტორიულად მაღალი ფასისა და კოპტური ქრისტიანული საზოგადოების მიერ ფართო მოხმარების გამო, რომელთა რელიგიური შეზღუდვები მთელი წლის განმავლობაში უმეტესდ ვეგანურ დიეტას მოითხოვს.
ჩაი ეგვიპტის ეროვნული სასმელია, ხოლო ლუდი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელი. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი ეგვიპტის ძირითადი რელიგიაა და მორწმუნე მუსლიმები ხშირად ერიდებიან ალკოჰოლის მიღებას, ალკოჰოლური სასმელები კვლავ ხელმისაწვდომია ქვეყანაში.
პოპულარული ნაციონალური სასმელია კარკადე, რომელსაც ეგვიპტელები მიირთმევენ კარგად გაციებულს.
ეგვიპტეში პოპულარულ დესერტებს მიეკუთვნება ბაქლავა, ბუსბუსა და ქუნაფა. დესერტის საერთო ინგრედიენტებია ფინიკი, თაფლი და ნუში.