![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3a/Ovis_canadensis_2.jpg/640px-Ovis_canadensis_2.jpg&w=640&q=50)
ცხვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცხვარი (ლათ. Ovis) — წყვილჩლიქოსანი მცოხნელი ცხოველების გვარი ძროხისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 140 სმ, მასა 40-200 კგ აღწევს. გავრცელებულნი არიან ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთ კუნძულზე, წინა, შუა, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ოლქებში. გვხვდებიან ზღვის დონიდან 5000 მ-მდე. ბინადრობენ გაშლილ ადგილებში. ჯოგური პოლიგამიური ცხოველები არიან. ცხვრის გეოგრაფიულ რასებს შორის ამიერკავკასიაში (სომხეთი) გვხვდება O. ammon gmelini. იკვებებიან ბალახოვანი მცენარეებით. მაკეობა 5 თვემდე გრძელდება. შობენ 1-2 კრავს. იყენებენ ხორცსა და ტყავს. წარმოადგენენ მრავალი თანამედროვე შინაური ცხვრის წინაპარს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3a/Ovis_canadensis_2.jpg/640px-Ovis_canadensis_2.jpg)