From Wikipedia, the free encyclopedia
დუნგანური — სინიტური ენა[1] რომელზეც ყაზახეთში და ყირგიზეთში მცხოვრები ჰუების მონათესავე ხალხი დუნგანები საუბრობენ. ის წარმოშობილია განსუში და შენსიში გავრცელებული ცენტრალური ვაკეების მანდარინიდან. მისი ძირითადი დამწერლობითი სისტემაა კირილიცა (ისტორიულად გამოიყენებოდა ჩინურის არაბული ტრანსკრიფცია) და მოიცავს ისეთ ნასესხებ სიტყვებსა და არქაიზმებს რომელიც თანამედროვე მანდარინში აღარ გამოიყენება.
დუნგანური Хуэйзў йүян, Huejzw jyjan خُوِزُو ۋِيًا, 回族語言 | |
გავრცელებულია | ცენტრალური აზია |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 110,000 (2009 წლის აღწერით) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ჩინურ-ტიბეტური ენები
დუნგანური |
დამწერლობის სისტემა | კირილიცა (ოფიციალური), არაბული-ჩინური (ისტორიული), ლათინური (ისტორიული), ფინინი |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-dng}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — დუნგანური |
ყირგიზეთში და ყაზახეთში მცხოვრები (ასევე მცირე ჯგუფები სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში) დუნგანები არიან 1870-1880-იანებში ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში დუნგანების აჯანყების ჩახშობის შემდეგ რეგიონში მიგრირებული ჰუების მცირ ჯგუფების შთამომავლები. ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში მცხოვრები ჰუებს დასავლელი მწერლები და ასევე თურქი ნაციონალისტებიც ხშირად მოიხსენებდნენ როგორც დუნგანებს ან ტუნგანებს. ეს ხალხი როგორც წესი საუბრობრდა მანდარინის იგივე დიალექტზე რაზეც სხვა იმ რეგიონის ჩინელი მოსახლეობა.[2] ამავდროულად მათი ისტორიის თავისებურების გამო მათი ენა გამდიდრებული იყო ისლამური ან ისლამურის გავლენიტ შექმნილი ტერმინოლოგიით. ნასესხები სიტყვები ძირითადად შემოსული იყო არაბულიდან, სპარსულიდან და თურქულიდან, ასევე გამოიყენებოდა მათი ჩინური თარგმანები.[2] ჰუი ვაჭრებს ბაზარში სხვა ჩინელებისგან ინფორმაციის დაფარვისთვის ერთმანეთში საუბრისას იყენებდნენ არაბულ ან სარსულ ციფრებს.[3] მიუხედავად იმისა, რომ მათ ცალკე სასაუბრო ენა არ აქვთ, მათი ნასესხები ისიტყვები, ფრაზეოლოგია და მეტყველების თავისებურ მონაცვლეობა ჩინურად ცნობილია როგორც ჰუიჰუი ჰუა (回回話, "ჰუის საუბარი") და გამოიყენებოდა ამ ხალხის იდენტობის აღნიშვნისთვის.[2] ადრეული XX საუკუნის მოგზაურები აღნიშნავდნენ: "მუჰამედიან ჩინელებს ყოველთვის აქვთ განსხვავებული, მხოლოდ მათთვის მახასიათებელი ლექსიკა, საუბრის მანერა და სტილი".[4]
დუნგანები რუსეთის იმპერიაში და შემდგომ საბჭოთა კავშირში კიდევ უფრო მეტად იზოლირებული იყვნენ ჩინეთისსგან. მათმა ენამ განიცადა რუსულის და მათი მეზობლების თურქულის მნიშვნელოვანი გავლენა. საბჭოთა კავშირში შეიქმნა დუნგანური ენის პეკინურზე დამყარებული სტანდარტული ჩინურისგან განსხვავებული განსუს პროვინციის დიალექტზე დამყარებული დამწერლობის სტანდარტი, რომელიც გამოიყენებოდა დუნგანებით დასახლებულ სოფლებში. საბჭოთა პერიოდში გამოდიოდა დუნგანურის შემსწავლელი სახელმძღვანელოები. გამოიცა 14 000 სიტყვიანი (სამ ტომად) რუსულ დუნგანური ლექსიკონი. იბეჭდებოდა ენათმეცნიერული ნაშრომები და წიგნები დუნგანურზე. პირველი დუნგანური გაზეთი დაფუძნდა 1932 წელს, რომელიც დღემდე გამოდის ყოველ კვირეულ ფორმატში.
როდესაც 1988 წელს ჰუების მკვლევარი დრუ ს. გლადნი (რომელიც რამდენიმე წელი ცხოვრობდა ჩინეთში) შეხვდა დუნგანებს ალმათიში მათთან საუბრის გამოცდილება შემდეგნაირად აღწერა: "ჰიბრიდული დიალექტი რომელიც აერთიანებდა თურქულ და რუსულ ლექსიკურ ერთეულებს".[5]
დუნგანურზე უმეტესად საუბრობენ ყირგიზეთში, ესევე არიან მნიშვნელოვანი ჯგუფები: რუსეთში, ყაზახეთში და უზბეკეთში. დუნგანები არიან ჩინეთიდან წამოსული მიგრანტების შთამომავლები, რომლებიც ცენტრალურ აზიაში დასახლდნენ. საბჭოთა კავშირის 1970-1989 წლების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გუნგანები სხვა ეთნიკურ ჯგუფეფთან შედარებით უკეთესად ინარჩუნებდნენ მათ სასაუბრო მშობლიურ ენას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დუნგანურად მოსაუბრე დუნგანების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემვირდა.
წელი | დუნგანური L1 | რუსული L2 | ჯამური დუნგანური მოსახლეობა | წყარო |
---|---|---|---|---|
1970 | 36,445 (94.3%) | 18,566 (48.0%) | 38,644 | Soviet census |
1979 | 49,020 (94.8%) | 32,429 (62.7%) | 51,694 | Soviet census |
1989 | 65,698 (94.8%) | 49,075 (70.8%) | 69,323 | Soviet census |
2001 | 41,400 (41.4%) | N/A | 100,000 | Ethnologue |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.