დრავა (მდინარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
დრავა (იტალ. Drava, გერმ. Drau, უნგრ. Dráva) — მდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მიედინება იტალიის, ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიისა და უნგრეთის ტერიტორიებზე. სიგრძე 707 კმ, აუზის ფართობი 11,828 კმ². დუნაის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს იტალიაში, კარნის ალპებში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — გურკი და მურა; მარჯვენა — გაილი, კარაშიცა. გაზაფხულზე წყალუხვია, ზამთარში წყალმცირეა. აგებულია დიდი ჰესები. სანაოსნოა ქალაქ ფილახამდე (650 კმ შესართავიდან). დიდ მონაკვეთზე წარმოადგენს უნგრეთისა და ხორვატიის სასაზღვრო მდინარეს.
ეს სტატია დუნაის შენაკადს ეხება. მდინარე ნოტეცის შენაკადის შესახებ იხილეთ დრავა. |
სწრაფი ფაქტები დრავა, ქვეყანა ...
დრავა | |
---|---|
ქვეყანა | იტალია; ავსტრია; სლოვენია; ხორვატია; უნგრეთი. |
ქალაქები |
ფილახი მარიბორი პტუი ვარაჟდინი ოსიეკი. |
სათავე |
კარნის ალპები 46°43′42″ ჩ. გ. 12°15′42″ ა. გ. |
სიგრძე | 707 კმ |
აუზის ფართობი | 11,828 კმ² |
დრავა ვიკისაწყობში |
დახურვა
დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობისაა. მდინარე დრავის ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: ფილახი, მარიბორი, პტუი, ვარაჟდინი, ოსიეკი. წყლის საშუალო ხარჯია 670 მ³/წმ.