From Wikipedia, the free encyclopedia
მურა/მური (სლოვენ. Mura; გერმ. Mur; უნგრ. Mura) — მდინარე ცენტრალურ ევროპაში. მდინარე დრავის მარცხენა შენაკადი. მიედინება ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიისა და უნგრეთის საზღვარზე. სათავე აქვს აღმოსავლეთ ალპებში, ზღვის დონიდან 1898 მ სიმაღლეზე. სიგრძე 438 კმ,[1] აუზის ფართობი 13.824 კმ².[2] მდინარის 295 კილომეტრიანი მონაკვეთი ავსტრიაშია, 95 კილომეტრი სლოვენიაში, დანარჩენი კი ქმნის საზღვარს ხორვატიასა და უნგრეთს შორის.[1] ზემო წელში მიედინება ვიწრო ხეობაში, ქვედა ნაწილში ვაკეზე იშლება, სადაც მდებარეობს ქალაქი გრაცი. მდინარე დრავას ერთვის ლეგრადის სიახლოვეს. წყლის საშუალო ხარჯი 166 მ³/წმ. სანაოსნოა.
მურა | |
---|---|
მდინარე მურა | |
ქვეყანა |
ავსტრია სლოვენია ხორვატია უნგრეთი |
ქალაქები | გრაცი |
სათავე |
მაღალი ტაუერნი 46°17′54″ ჩ. გ. 16°53′09″ ა. გ. |
სიგრძე | 438 კმ |
აუზის ფართობი | 13.824 კმ² |
მურა ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.