პერუელი ადვოკატი და პოლიტიკოსი From Wikipedia, the free encyclopedia
დინა ერსილია ბოლუარტე სეგარა (ესპ. Dina Ercilia Boluarte Zegarra; დ. 31 მაისი 1962) — პერუელი იურისტი და პოლიტიკოსი. 2022 წლის 7 დეკემბრიდან პერუს პრეზიდენტი. 2021-2022 წლებში პერუს ვიცე-პრეზიდენტი და სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების მინისტრი.
დინა ბოლუარტე | |
პერუს პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 7 დეკემბერი, 2022 |
პრემიერ-მინისტრი | პედრო ანგულო არანა |
წინამორბედი | პედრო კასტილიო |
პერუს ვიცე-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ივლისი, 2021 – 7 დეკემბერი, 2022 | |
პრეზიდენტი | პედრო კასტილიო |
წინამორბედი | მარტინ ვისკარა |
სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 ივლისი, 2021 – დღემდე | |
წინამორბედი | სილვანა ვარგასი |
დაბადებული | 31 მაისი, 1962 ჩალუანკა, პერუ |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ხელმოწერა |
დაიბადა 1962 წლის 31 მაისს ქალაქ ჩალუანკაში, აპურიმაკის რეგიონი. დაამთავრა სან-მარტინ-დე-პორესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ კი ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა.
პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2018 წელს, როდესაც წარადგინა კანდიდატურა სურკილიოს მერის არჩევნებში მემარცხენე პარტია თავისუფალი პერუს რიგებიდან.[1] 2020 წელს იყო ამავე პარტიის კანდიდატი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა მისი პარტია ვერ მოხვდა კონგრესში, რადგან ვერ გადალახა ბარიერი.[2]
2021 წლის არჩევნებში გახდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი პედრო კასტილიოსთან წყვილში. არჩევნების მეორე ტურში მათმა ტანდემმა გამარჯვება მოიპოვა.[3][4] მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2021 წლის 28 ივლისს, ხოლო მეორე დღეს დაინიშნა სოციალური ინტეგრაციისა და განვითარების მინისტრად გიდო ბელიდოს მთავრობაში.[5]
2022 წლის დეკემბერში, პერუს პოლიტიკური კრიზისის დროს, პედრო კასტილო ცდილობდა პერუს რესპუბლიკის კონგრესის დაშლას მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დროს. ბოლუარტემ დაგმო ეს ნაბიჯი და უწოდა „კონსტიტუციური წესრიგის რღვევა“. კასტილიოს იმპიჩმენტის შემდეგ მან პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.[6] ბოლუარტე პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.[7]
კონგრესში თავის პირველივე გამოსვლაში მან დაგმო პრეზიდენტ კასტილოს ქმედება და გაამჟღავნა სურვილი შექმნას ეროვნული ერთიანობის მთავრობა დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.[8]
დინა ბოლუარტეს მთავრობას რეგიონის ლიდერები განსხვავებულად აფასებენ. სან-პაულოს ფორუმის წევრებიდან ბრაზილიელი ლუის ინასიუ ლულა და სილვა და ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი აღიარებენ ბოლუარტეს მთავრობას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლუარტე ასევე პრეზიდენტად აღიარა. ესპანეთი მხარს უჭერს ქვეყნის „კონსტიტუციურ წესრიგში“ დაბრუნებას.[9]
ისეთმა ლიდერებმა, როგორებიც არიან ნიკოლას მადურო ვენესუელიდან, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი მექსიკიდან, გუსტავო პეტრო კოლუმბიიდან, ალბერტო ფერნანდესი არგენტინიდან და ლუის არსე ბოლივიიდან დაგმეს ბოლუარტეს მთავრობა და იგი შეადარეს ხეანინე ანიესის მემარჯვენე მთავრობას და მხარს უჭერენ ყოფილი პრეზიდენტის პრეტენზიებს.[10][11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.