From Wikipedia, the free encyclopedia
ხეანინე ანიეს ჩავესი (ესპ. Jeanine Áñez Chávez, დ. 13 აგვისტო, 1967, ტრინიდადი, ბენი, ბოლივია) — ბოლივიელი პოლიტიკოსი და იურისტი. სენატორი ბენის დეპარტამენტიდან. 2019 წლის 12 ნოემბერს დანიშნეს ბოლივიის პრეზიდენტად ევო მორალესისა და სხვა ხელმძღვანელების გადადგომის შემდეგ. იგი მორალესის მგზნებარე მოწინააღმდეგე იყო[1]. 2020 წლის 8 ნოემბერს თანამდებობა გადააბარა მორალესის პარტიის წარმომადგენელს ლუის არსეს[2].
ხეანინე ანიესი | |
ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ნოემბერი 2019 – 8 ნოემბერი, 2020 | |
წინამორბედი | ევო მორალესი |
მემკვიდრე | ლუის არსე |
დაბადებული | 13 აგვისტო, 1967 ტრინიდადი, ბენი, ბოლივია |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ანიესი დაიბადა ქალაქ ტრინიდადში[1]. ადრე იყო Totalvision-ის მედია დირექტორი[3].
2006 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა ახალი საკონსტიტუციო ქარტიის შემმუშავებელ კომისიაში. 2010 წელს იგი აირჩიეს სენატორად, როგორც ბენის დეპარტამენტის წარმომადგენელი. 2019 წლიდან იგი სენატის მეორე ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო მისი მოადგილე იყო ფრანკლინ ვალდივია ლეიგი.
2019 წლის 10 ნოემბერს ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა. ამის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტმა ალვარო გარსია ლინერამ, უარი განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. მასავით ასევე უარი განაცხდა სენატის სპიკერმა ადრიანა სალვატიერამ და წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარემ ვიქტორ ბორდამ. ასევე უარი თქვა ქვეყნის სენატის პირველმა ვიცე-სპიკერმა. ამ თანამდებობების პირების გადადგომის შემდეგ კონსტიტუციის ძალით უფლებამოსილება გადაეცა რიგით შემდეგ თანამდებობის პირს, სენატის მეორე ვიცე-სპიკერს ხეანინე ანიესს. 2019 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, იგი უმაღლესი რანგის მემკვიდრეა ბოლივიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. მან საკუთარ თავზე აიღო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება და თანამდებობაზე მოვიდა 2019 წლის 11 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სენატმა ოფიციალურად მიიღო წინა დღის გადადგომების სერია[4].
2021 წლის 12 მარტს ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს ტერორიზმის, სახელმწიფოს ღალატისა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. წაყენებულ ბრალდებას დაკავებული ექსპრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს და ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.[5]
გათხოვილია კოლუმბიელ პოლიტიკოსზე ექტორ ერნანდო ხინკაპიზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.