დიმიტრი მურატოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტრი ანდრიას ძე მურატოვი (რუს. Дмитрий Андреевич Муратов; დ. 29 ოქტომბერი, 1961) — რუსი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და რუსულ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი. [1] 2021 წელს მარია რესასთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა“.
დიმიტრი მურატოვი | |
---|---|
მურატოვი 2018 წელს. | |
დაიბადა | დიმიტრი ანდრეევიჩ მურატოვი 29 ოქტომბერი, 1961 (1961-10-29) (62 წლის) კუიბიშევი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი |
ეროვნება | რუსი |
განათლება | სამარას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დამქირავებელი | „ნოვაია გაზეთა“ |
საქმიანობა | ჟურნალისტი ტელეწამყვანი რედაქტორი |
წლები | 1987–დღემდე |
პოლიტიკური პარტია | „იაბლოკო“ |
მურატოვმა 1993 წელს რამდენიმე სხვა ჟურნალისტთან ერთად დააარსა პროდემოკრატიული გაზეთი „ნოვაია გაზეტა“. ის გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო 1995 წლიდან 2017 წლამდე, აღნიშნული თანამდებობა ხელმეორედ 2019 წელს დაიკავა. გაზეთი ცნობილია ისეთი სენსიტიური თემებით, როგორიცაა სამთავრობო კორუფცია და ადამიანის უფლებების დარღვევა. [2] როგორც მთავარმა რედაქტორმა, გამოაქვეყნა ანა პოლიტკოვსკაიას სტატიები, რომლებიც ამოწმებდნენ პუტინის ადმინისტრაციას. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თანახმად, მურატოვმა ხელი შეუწყო „ერთადერთ მართლაც კრიტიკული გაზეთის შექმნას, რომელსაც დღესდღეობით რუსეთში ეროვნული გავლენა აქვს“.