From Wikipedia, the free encyclopedia
დეივიდ მაკლელანდი (დ. 20 მაისი, 1917 — გ. 27 მარტი, 1998) — ამერიკელი ფსიქოლოგი. ის ცნობილია თავისი „მიღწევის მოთხოვნილების თეორიით“.
დეივიდ მაკლელანდი | |
---|---|
ინგლ. David McClelland | |
დაბ. თარიღი | 20 მაისი, 1917 |
დაბ. ადგილი | მაუნტ-ვერნონი |
გარდ. თარიღი | 27 მარტი, 1998[1] [2] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | ლექსინგტონი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და სოციოლოგი |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი, Wesleyan University და ბოსტონის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | Wesleyan University და მისურის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Daniel Goleman |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[3] , Bruno Klopfer Award, William James Fellow Award[4] , ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯილდო ფსიქოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი[5] , უილბერ კროსის მედალი[6] და Kenneth D. Herman, Ph.D., J.D. Career Contribution Award[7] |
მან ადამიანების წარმატების (კარიერაში ან მიზნისკენ სწრაფვაში) გასაზომად უარყო IQ-სა და პიროვნების ტესტების, როგორც დასაბუთებული საზომების გამოყენება და შექმნა ფსიქოლოგიური მახასიათებლების გასაზომი ინოვაციური მეთოდი. მან ჯონ ატკინსონთან ერთად შექმნა TAT (თემატური აპერცეპციის ტესტი)-თვის შეფასებითი სისტემა, რომელიც გამოიყენება მიღწევის მოტივაციის გასაზომად. მათი აზრით, მოტივაცია უფრო უკეთ წინასწარმეტყველებდა მიღწევადობას ვიდრე გონიერება. ისინი იყენებდნენ თემატური აპერცეპციის ტესტს მოტივაციის გასაზომად. (TAT შექმნეს ჰენრი მარეიმ და კრისტიანა მორგანმა ჰარვარდის უნივერსიტეტში, 1930-ან წლებში).
მაკლელანდისა და ატკინსონის შეფასებითი სისტემა ზომავს ინდივიდის მიღწევის, ძალაუფლებისა და აფილაციის მოთხოვნილებების ქულებს. ამ მაჩვენებლების მეშვეობით ადამიანებს შეგვიძლია შევთავაზოთ ისეთი სამუშაო ტიპები, რომლებსაც პიროვნება შეესაბამება.
მაკლელანდის თანახმად უმეტესი ადამიანების მოთხოვნები ან მოტივები შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც:
მან აღმოაჩინა, რომ ინდივიდის მოტივაცია და ეფექტურობა განსაზღვრულ სამუშაოში ამ სამი მოთხოვნილების ზეგავლენითაა გამოწვეული. მაკლელანდმა აღნიშნა, რომ ადამიანებს საერთოდ 3-ვე მოთხოვნილება აქვთ. ერთ-ერთი მოთხოვილება კი არის დომინანტური. ის თუ ამ სამი მოთხოვნილებიდან რომელი იქნება დომინანტური დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ასევე ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე.
1.ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მიღწევის მაღალი მოთხოვნილება:
2.ადამიანებს რომლებსაც აქვთ აფილაციის მაღალი მოთხოვნილება:
3.ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილება:
ის იღებს ორ ფორმას:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.