![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f7/D-Deoxyribose.png/640px-D-Deoxyribose.png&w=640&q=50)
დეზოქსირიბოზა
From Wikipedia, the free encyclopedia
დეზოქსირიბოზა C5H10O4 — ნახშირწყალი, ალდოპენტოზა: მონოსაქარიდი, რომელიც შეიცავს ნახშირბადის ხუთ ატომსა და ალდეჰიდის ჯგუფს ხაზოვან სტრუქტურაში. ეს დეზოქსიშაქარი წარმოქმნილია რიბოზისგან, სადაც ნახშირბადის მეორე ატომის ჰიდროქსილის ჯგუფი ჩანაცვლებულია წყალბადით, რის გამოც დაკარგულია ჟანგბადის ატომი (დეზოქსი — ჟანგბადის ატომის ნაკლებობა). ქიმიური ფორმულა 1929 წელს აღმოაჩინა ფიბუს ლივენმა (ინგლ. Phoebus Levene).
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f7/D-Deoxyribose.png/640px-D-Deoxyribose.png)