From Wikipedia, the free encyclopedia
დევი ჭანკოტაძე (დ. 1 სექტემბერი, 1961, თბილისი)[1] — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე 2000–2004 წლებში და 2008-2009 წლებში. 2009-2012 წლებში გენშტაბის უფროსი. აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა და საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.
დევი ჭანკოტაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1961 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
კუთვნილება |
სსრკ-ის შეიარაღებული ძალები → საქართველოს შეიარაღებული ძალები |
ჯარის სახეობა | საქართველოს თავდაცვის ძალები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1978-2013 |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
ბრძოლები/ომები | რუსეთ-საქართველოს ომი (2008) |
ჯილდოები |
1982 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი. 1982-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1991–1992 წლებში იყო ქ. გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი, 1992–1994 წლებში — ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური, 1994–1995 — ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი. მეთაურობდა პირველი საარტილერიო ბრიგადას (1995), მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას (1996–1999), არტილერიას (1999-2000). 2000–2004 წლებში იყო საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, 2004-2005 — სამხედრო წარმომადგენელი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, თავდაცვის ატაშე. 2005 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო 2007 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ. 2009 წლის 5 მარტიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი.
2020 წელს დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. გაწევრიანდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.[2] ამა წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ წარადგინა წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად.[3] თუმცა მაჟორიტარული სიის ოფიციალურ წარდგენაზე ამ ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა დასახელდა.[4] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.