![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/aa/Red_Giant_Earth_warm.jpg/640px-Red_Giant_Earth_warm.jpg&w=640&q=50)
დედამიწის მომავალი
From Wikipedia, the free encyclopedia
დედამიწის მომავალი დამოკიდებულია მისი გეოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების ცვალებადობაზე, აგრეთვე სხვა ობიექტების გრავიტაციულ ზეგავლენასა და მზის სითბოს თანდათანობით მატებაზე. გარკვეულ ფაქტორებზე ზეგავლენას ადამიანიც ახდენს,[2] რამაც შესაძლოა პლანეტაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.[3][4] ჰოლოცენის ამჟამინდელი გადაშენება,[5] რომელიც გამოწვეული იქნება ტექნოლოგიებით[6]შეიძლება გაგრძელდეს ხუთ მილიონ წლამდე,[7] ვინაიდან, ტექნოლოგიებს შეუძლიათ გამოიწვიონ კაცობრიობის გადაშენება,[8][9] რადგანაც ის ცუდ გავლენას ახდენს გარემო-პირობებზე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/aa/Red_Giant_Earth_warm.jpg/640px-Red_Giant_Earth_warm.jpg)
მილიონობით წლის განმავლობაში, ციური მოვლენები გლობალურ საფრთხეს უქმნიდა ბიოსფეროს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი გადაშენება. ეს მოიცავს კომეტების ან ასტეროიდების არსებობას მზისგან 100 სინათლის წლის რადიუსში. მასიური ვარსკვლავური აფეთქებები, რომელსაც სუპერნოვა ეწოდება, ხოლო სხვა მასშტაბური გეოლოგიური მოვლენები უფრო პროგნოზირებადია. მილანკოვიჩის თეორია პროგნოზირებს, რომ პლანეტაზე გლაციალური პერიოდები გარგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება მეოთხე გამყინვარება. ეს პერიოდები გამოწვეულია ღერძული დახრისა და დედამიწის ორბიტაზე გადაადგილების ცვალებადობით.[10] აგრეთვე მიმდინარეობს სუპერკონტინენტის ციკლი, ტექტონიკური ფილების მოძრაობა სავარაუდოდ სუპერკონტინენტს ჩამოაყალიბებს 250-350 მილიონ წელში. მომდევნო 1,5-4,5 მილიარდ წელიწადში დედამიწის ღერძულმა დახრამ შეიძლება დაიწყოს ქაოტური ცვალებადობა, რომელიც შეიცვლება 90°-მდე.[11]
მზის სიკაშკაშე გაიზრდება, რის შედეგადაც მზისგან წამოსული რადიაცია დედამიწამდე მოაღწევს. ეს გამოიწვევს სილიკატური მინერალების გამოფიტვის მაღალ მაჩვენებელს, რაც გამოიწვევს ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის შემცირებას. დაახლოებით 600 მილიონი წლის შემდეგ ნახშირორჟანგის დონე დაეცემა იმ დონეზე, როდესაც მცენარეები ვეღარ მიიღებენ დაჭირო რაოდენობას, რათა ფოტოსინთეზის საშუალებით ნახშირწყლები გამოიმუშავონ. ეს პროცესი მცენარეებს დიდ საფრთხეს შეუმნის და შესაძლოა მათი გადაშენებაც გამოიწვიოს, რაც ფატალურად დასრულდება ყველა ტიპის ორგანიზმისთვის, ვინაიდან მცენარეები დედამიწაზე კვებითი ჯაჭვის საფუძველს წარმოადგენენ.[12]
დაახლოებით ერთ მილიარდ წელიწადში, ახლანდელთან შედარებით, მზის სიკაშკაშე 10 % -ით გაიზრდება. ეს გამოიწვევს ატმოსფეროს დაზიანებას, ვინაიდან ოკეანეებში არსებული წყალი დაიწყებს აორთქლებას. როგორც სავარაუდოა, ფილების ტექტონიკა დასრულდება და მათთან ერთად ნახშირბადის მთელი ციკლი.[13] ამ მოვლენის შემდეგ, დაახლოებით 2-3 მილიარდ წელიწადში, პლანეტის მაგნიტური ველი დასუსტდება და გაქრება, რაც მაგნიტოსფეროს დაშლას გამოიწვევს. ამ დროიდან ოთხი მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის ზრდა შექმნის ძლიერ სათბურის ეფექტს, რაც საკმარისი იქნება დედამიწის ზედაპირის გასადნობად. რასაკვირველია ამ დროისთვის პლანეტაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი გადაშენდება.[14][15] პლანეტის ყველაზე სავარაუდო მომავლის მიხედვით მას მზე შთანთქავს 7,5 მილიარდ წელიწადში, მას შემდეგ რაც ვარსკვლავი გადაიქცევა წითელ გიგანტად და მისი გაფართოება პლანეტის ამჟამინდელ ორბიტასაც გასცდება.