From Wikipedia, the free encyclopedia
დამია — სოფელი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, დამია-გიაურარხის ადმინისტრაციულ ერთეულში.[1]
სოფელი | |
---|---|
დამია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
თემი | დამია-გიაურარხი |
კოორდინატები | 41°16′41″ ჩ. გ. 44°45′03″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 620 მ |
მოსახლეობა | 326[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 96 % აზერბაიჯანელები 3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ლოქის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 620 მეტრზე. მარნეულიდან დაშორებულია 25 კილომეტრით.
სოფლის ტერიტორია წინაფეოდალური ხანიდანაა დასახლებული (აღმოჩენილია გორანამოსახლარი, კერამიკული ნაწარმი). შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ეკლესია, რომლის კედლების წყობაში ჩანს ადრინდელი და შუა ფეოდალური ხანის არქიტექტურული დეტალები. დამიის ახლანდელი სომხური მოსახლეობის წინაპრები აქ XIX საუკუნის I ნახევარში დასახლდნენ. საბჭოთა პერიოდში შედიოდა სადახლოს სასოფლო საბჭოში.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 326 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.