![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/55/Datisca_cannabina.jpg/640px-Datisca_cannabina.jpg&w=640&q=50)
დათვის კანაფი
From Wikipedia, the free encyclopedia
დათვის კანაფი (ლათ. Datisca cannabina L) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 1 მ-მდე სიმაღლისაა, შიშველია, სწორად მდგომი. ფოთლები კვერცხისებურია, ლანცეტა, წაწვეტებული. კიდეებზე უსწორმასწორო ხერხკბილა, მორიგეობით განლაგებული, გრძელი, 3-7 სმ სიგრძის ყუნწებით. ყვავილები ორსახლიანია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად. ყვ. ნაყ. VIVII. იზრდება უმთავრესად მთის შუა სარტყლის ხეობების, მდინარეებისა და მთის ნაკადულების ნაპირებზე, 1500 მ სიმაღლემდე. გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, იმერეთში, აჭარაში, მესხეთსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიას.
სწრაფი ფაქტები დათვის კანაფი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დათვის კანაფი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Datisca cannabina L. | ||||||||||||||
|
დახურვა