კანაფი (ლათ. Cannabis) — ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარის გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. ცნობილია 3 სახეობა: ჩვეულებრიცი კანაფი (ლათ. Cannabis sativa), ინდური კანაფი (ლათ. Cannabis indica) და ველური კანაფი (ლათ. Cannabis ruderalis). ჩვეულებრივი კანაფი ორსახლიანია (მამრობითი და მდედრობითი კანაფი), ღეროსწორია 0,5-4 მ სიმაღლის. ფესვი მთავარღერძიანია, ფოთოლი — დანაკვთული, მწვანე. მამრობითი კანაფის ყვავილები საგველა ყვავილედია, მდედრობითი კანაფისა — თავაკისებრი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. კანაფი იზრდება ჭარბტენიან ნიადაგზე, მოჰყავთ ბოჭკოსათვის. მამრობითი კანაფისგან და ტექნიკური სიმწიფის პერიოდის მდედრობითი კანაფისგან იღებენ ბოჭკოს (ქერელს), რომლისგანაც ამზადებენ ქსოვილს. კანაფის სამშობლოა ცენტრალური აზია, მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში; რუსეთის ცენტრალურ შავმიწა ზონაში, სამხრეთ უკრაინაში, ბელარუსში, ვოლგისპირეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და დასავლეთ ციმბირში.
კანაფი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cannabis sativa | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cannabis | ||||||||||||
|
კანაფი მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებაა; 2009 წლის მონაცემებით, 15-დან 64 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3—5 %-ს კანაფი ერთხელ მაინც აქვს მოხმარებული უკანონოდ[1].
ბარსელონაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 16 წლის მოზარდებს შორის 3-დან 1 რეგულარულად ეწევა კანაფს „ვანგუარდია“ (ესპანეთი).
ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა ცდები; შედარებულ იქნა ადამიანთა ჯგუფები, რომელთაგან ერთნი ყოველდღიურად ეწეოდნენ მარიხუანას, მეორენი კი შედარებით იშვიათად. მათ გონებაზე ჩატარებული სტანდარტული გამოკვლევის შედეგად, ამ ორი ჯგუფის ადამიანებში მცირეოდენი განსხვავება აღინიშნა. მაგრამ შემგუებლობაზე ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მარიხუანის დიდი რაოდენობით გამომყენებლებს ეს უნარი ბევრად დაბალი ჰქონდათ.
სხვა უნივერსიტეტში 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მარიხუანის რეგულარულად მწეველებსა და სიგარეტის მწეველებს. მარიხუანის მწეველები დღეში სამ-ოთხჯერ ეწეოდნენ, მაშინ როდესაც სიგარეტის მწეველები დღეში 20 ან მეტ სიგარეტს ეწეოდნენ. ორივე ჯგუფის წევრებს თანაბრად აღენიშნებოდათ ხველება და ბრონქიტი. ფილტვების გამოკვლევამ ცხადყო, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლების ფილტვებში ერთი და იმავე სახის უჯრედები იყო დაზიანებული. თუმცა მარიხუანას მისი მწეველები ბევრად უფრო ნაკლები სიხშირით ეწეოდნენ, აღმოჩნდა, რომ მარიხუანის ერთხელ მოწევისას იმდენივე ფისი გამოიყოფა, რამდენიც სიგარეტის სამი ღერის მოწევის შემთხვევაში. გარდა ამისა, აღნიშნული ჟურნალი იუწყებოდა: „მარიხუანის მწეველები უფრო ღრმად ისუნთქავენ ბოლს და უფრო დიდხანს იკავებენ სუნთქვას“. გარდა ამისა, მარიხუანის მწეველების ფილტვების იმუნურ უჯრედებს 35 პროცენტით ნაკლებად შეეძლოთ ბაქტერიებთან ბრძოლა, ვიდრე სიგარეტის მწეველთა იმავე უჯრედებს.
მარიხუანას რეგულარული მოწევა, საბოლოო ჯამში, იწვევს მანძილის ზრდას თავის ტვინის ნერვულ დაბოლოებებს შორის, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერების, ემოციების, ქცევისა და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების რეგულირებაში. მათი ურთიერთკავშირი საჭიროა ნერვული სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის.
ლიტერატურა
- ჯაფარიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 363.
- Deitch, Robert (2003). Hemp: American History Revisited: The Plant with a Divided History. Algora Pub. ISBN 0-87586-206-3.
- Earleywine, Mitchell (2005). Understanding Marijuana: A New Look at the Scientific Evidence. Oxford University Press. ISBN 0-19-513893-7.
- Emmett, David (2009). What you need to know about cannabis: understanding the facts. Jessica Kingsley Publishers. ISBN 1-84310-697-3.
- Hulsewé, A. F. P. (1979). China in Central Asia: The Early Stage 125 BC – AD 23: an annotated translation of chapters 61 and 96 of the History of the Former Han Dynasty. E. J. Brill, Leiden. ISBN 90-04-05884-2.
- Geoffrey William, Guy (2004). The medicinal uses of cannabis and cannabinoids. Pharmaceutical Press. ISBN 0-85369-517-2.
- Holland, Julie M.D. (2010). The Pot Book: A Complete Guide to Cannabis: Its Role in Medicine, Politics, science, and culture. Park Street Press. ISBN 978-1-59477-368-6.
- Iversen, Leslie L (2008). The science of marijuana, 2nd, Oxford University Press. ISBN 978-0-19-532824-0.
- Jenkins, Richard (2006). Cannabis and Young People: Reviewing the Evidence. Jessica Kingsley. ISBN 1-84310-398-2.
- Lambert, Didier M (2008). Cannabinoids in Nature and Medicine. Wiley-VCH. ISBN 3-906390-56-X.
- Mallory, J. P. and Victor H. Mair (2000). The Tarim Mummies: Ancient China and the Mystery of the Earliest Peoples from the West. Thames & Hudson, London. ISBN 0-500-05101-1.
- Roffman, Roger A (2006). Cannabis Dependence: Its Nature, Consequences, and Treatment. Cambridge University Press. ISBN 0-521-81447-2.
- Russo, Ethan (2004). Women and Cannabis: Medicine, Science, and Sociology. Haworth Press. ISBN 0-7890-2101-3.
- Solowij, Nadia (1998). Cannabis and Cognitive Functioning. Cambridge University Press. ISBN 0-521-59114-7.
რესურსები ინტერნეტში
- International Plant Names Index (IPNI)
- П. В. Галенков. «Коноплеводство Средневолжского края: на путь развития» დაარქივებული 2020-12-28 საიტზე Wayback Machine. Издание Крайконоплеводсоюза, Самара, 1931 г. (Проект «Старые Газеты»)
- Алексей Кондратенко «Золотой век конопли», Орёл, 1998
- Олег Види «Конопляная энциклопедия», Ипр, 2010 დაარქივებული 2017-05-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.